ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

21 მა­ისს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და და­კა­ვე­ბის გა­უ­ხმა­უ­რე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბი. თუმ­ცა, სა­ნამ ამ ამ­ბავ­ზე გა­და­ვი­დო­დეთ, გა­გაც­ნობთ იმ ბრალ­დე­ბას, რო­მე­ლიც მე­რა­ბიშ­ვილს წა­უ­ყე­ნეს. კერ­ძოდ, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "უ­კა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებ­და კომ­პლექ­სურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­ერ უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო-­პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ყო­ველ­მხრი­ვი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით. და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის ად­გი­ლის, სიმ­ძი­მი­სა და საქ­მე­ე­ბის სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით, გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მარ­თვა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი, ასე­ვე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი. ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია გახ­სნი­ლად გა­მო­ვაცხ­ა­დოთ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი სა­ყუ­რადღ­ე­ბოა იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ იგი ჩა­დე­ნი­ლია ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში უკ­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი­ა, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­უ­ლო­ბით ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა საკ­მა­რი­სია დას­კვნი­სათ­ვის, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 164-ე პრი­მა მუხლით, 182-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის ბ ქვე­პუნ­ქტი­თა და 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი.

ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვა

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვის, აგ­რეთ­ვე სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბით და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პარ­ტი­ის შე­ნიღ­ბუ­ლი და ფა­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნისტრ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თვალ­თმაქ­ცუ­რი ოპე­რა­ცი­ა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შე­ვარ­თა აღ­რიცხ­ვი­სა და და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბი­დან 5,2 მლნ ლა­რი უკა­ნო­ნოდ ჩა­ე­რიცხ­ა, და­ახ­ლო­ე­ბით, 22 ათას პირს, თი­თო­ე­ულს 240 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მი­თი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბი­თად გა­ა­ფორ­მეს, რო­გორც შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო არ შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ, ხო­ლო ფუ­ლი მი­ი­ღეს მხო­ლოდ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" ხმის მი­ცე­მი­სა და სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ. ამ­რი­გად, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფომ 5,2 მლნ ლა­რი იზა­რა­ლა.

წარ­თმე­უ­ლი აგა­რა­კი

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს მო­ე­წო­ნა ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვა­რი­ათ­ში ზღვის პი­რას მდე­ბა­რე შპს "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის" კუთ­ვნი­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი აგა­რა­კი და 2009 წლის მა­ის­ში, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, მე­სა­კუთ­რის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, იძუ­ლე­ბით და და­ში­ნე­ბით და­ი­კა­ვა იგი და, ოჯახ­თან ერ­თად, თით­ქმის ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უსას­ყიდ­ლოდ სარ­გებ­ლობ­და ამ ქო­ნე­ბით.

"მან­ვე ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და სხვი­სი აგა­რა­კის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გე­მოვ­ნე­ბით მოწყ­ო­ბის მიზ­ნით, გა­ა­რე­მონ­ტა იგი შსს-ს ასიგ­ნე­ბე­ბით. და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯე­ბი, რომ­ლი­თაც, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უნ­და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მი­სი­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან იფა­რე­ბო­და აგა­რაკ­ზე მო­მუ­შა­ვე დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ხელ­ფა­სო ანაზღ­ა­უ­რე­ბაც. შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფომ 158 ათა­სი ლა­რი იზა­რა­ლა", - აცხ­ა­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს 7-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რად­გან არ­სე­ბობს უტყ­უ­ა­რი მა­სა­ლე­ბი, რომ ეს ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხ­ა­დებს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა კი­დევ ორ ეპი­ზოდ­ზე.

26 მა­ი­სი

"პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დი შე­ე­ხე­ბა 2011 წლის 26 მა­ისს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და პი­რა­დი კონ­ტრო­ლით, პო­ლი­ცი­ის მი­ერ მშვი­დო­ბი­ა­ნი, ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აშ­კა­რად არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი, არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძა­ლის გან­ზრახ გა­მო­ყე­ნე­ბას, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა ორი და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო მრა­ვალ­მა ადა­მი­ან­მა", - აცხ­ა­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რა.

გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე

"მე­ო­რე ეპი­ზო­დი უკავ­შირ­დე­ბა უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სულ, ალექ­სან­დრე (სან­დრო) გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, რომ­ლის დე­ტა­ლუ­რი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრუ­ლი სი­ზუს­ტით აღ­დგე­ნი­ლია შემ­თხვე­ვის ვი­თა­რე­ბა, დად­გე­ნი­ლია მას­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რი, გარ­კვე­უ­ლია და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვი, მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უდა­ვოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ა, რომ სწო­რედ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილ­მა, სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად, მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი­სა­გან სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის თა­მარ (თა­კო) სა­ლა­ყა­ი­ას, აგ­რეთ­ვე, სხვა მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გან­რი­დე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნ­ველ­ყო მო­ცე­მულ საქ­მე­ზე უკა­ნო­ნო, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა. უახ­ლო­ეს ხან­ში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ორ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით წა­რედ­გი­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბრალ­დე­ბა, ხო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­ზე".

* * *

21 მა­ისს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში (სწო­რედ იქ და­ი­ბა­რეს ის და ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი) და­ახ­ლო­ე­ბით, 12:00 სა­ათ­ზე მი­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. რო­გორც ჩანს, მას გუ­ლი ცუდს უგ­რძნობ­და, რად­გან შეს­ვლამ­დე გა­ნაცხ­ა­და - არ გა­მოვ­რიცხ­ავ, მე და მე­რა­ბიშ­ვი­ლი დაგ­ვა­კა­ვო­ნო.

* * *

მე­რა­ბიშ­ვილ­მა კი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

"ვა­მა­ყობ, რომ ჩე­მი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრო­ბის დროს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვი­სა­ხეთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ დაგ­ვცალ­და ამ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, იყო სწო­რედ და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა და ალ­ბათ, სიმ­ბო­ლუ­რი­ა, რომ დღეს მე მი­წევს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში არის ის, რომ ის 600 000 ან­კე­ტა, რო­მე­ლიც შე­ივ­სო ჩვე­ნი სო­ცა­გენ­ტე­ბის მი­ერ, არც ერთ ჩვენს ჩი­ნოვ­ნიკს არ უნა­ხავს და სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა არ ფიქ­რობს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო თვე­ებ­ში არა­თუ არ შექ­მნი­ლა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, არა­მედ 82 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი და­ი­კარ­გა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩემს და­კითხ­ვას­თან ერ­თად, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ მთავ­რო­ბა და­კავ­დე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბით, და­საქ­მე­ბით. ის ბა­ზა, რომ­ლის შექ­მნაც ჩვენ მო­ვას­წა­რით, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და ყვე­ლა სო­ფელ­ში ვერ გა­ვა­კე­თეთ, გა­მო­ად­გე­ბათ მათ ამ პრობ­ლე­მე­ბის შეს­წავ­ლა­სა და რაც მთა­ვა­რი­ა, გა­დაწყ­ვე­ტა­ში".

* * *

რო­გორც "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, 20 მა­ისს იმ პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ და რო­მელ­თა კონ­ტროლს მე­რა­ბიშ­ვი­ლი ახერ­ხებს, ყო­ფილ პრე­მი­ერს აც­ნო­ბეს, რომ 21 მა­ისს მი­სი და­კა­ვე­ბა იგეგ­მე­ბო­და. წყა­როს მტკი­ცე­ბით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დე­ტა­ლუ­რად მი­უ­წო­დე­ბი­ათ ინ­ფორ­მა­ცია იმ ბრალ­დე­ბებ­ზე, რო­მელ­თა წა­ყე­ნე­ბა­საც მის­თვის აპი­რებ­დნენ. "მაგ­რამ მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და - რა სი­სუ­ლე­ლე­ა, ჩემს და­კა­ვე­ბას ვერ გა­ბე­და­ვენ, თო­რემ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა თავს აი­ფეთ­ქებ­სო", - აცხ­ა­დებს წყა­რო.

* * *

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს. "ყვე­ლა სი­ახ­ლის" წყა­როს ცნო­ბით, და­კითხ­ვის შემ­დეგ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მე­რა­ბიშ­ვილს გა­აც­ნო თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რაც და­კა­ვე­ბი­სას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა­ა. "თუმ­ცა მე­რა­ბიშ­ვილს არ სჯე­რო­და, რომ აკა­ვებ­დნენ. ამ­ბობ­და - რა­ღა­ცა გეშ­ლე­ბათ, ეგ მე უნ­და მითხ­რათ, თუ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­სო? შემ­დეგ კი, რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, იყ­ვი­რა - თქვენ ხომ არ გა­გიჟ­დი­თო და და­იწყო გი­ნე­ბა. თუმ­ცა მა­ლე­ვე დამ­შვიდ­და", - აცხ­ა­დებს წყა­რო. მი­სი თქმით, მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლებს და­ე­მუქ­რა და უთხ­რა, რომ მა­ლე დად­გე­ბო­და დრო, რო­დე­საც მათ სხვა გა­რე­მო­ე­ბებსა და სხვა ვი­თა­რე­ბა­ში შეხ­ვდე­ბო­და. "სხვა­თა შო­რის, მე­რა­ბიშ­ვილს "პა­ტი­ვი სცეს" და ხელ­ბორ­კი­ლი არ და­ა­დეს", - აცხ­ა­დებს წყა­რო.

* * *

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გაჩხ­რი­კეს მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის სახ­ლე­ბიც.

P.S. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" უკ­ვე გა­მო­სუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს. 21 მა­ისს, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის დღეს, იუ­რის­ტე­ბი აცხ­ა­დებ­დნენ, რომ ბრალ­დე­ბე­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წე­სით, სა­სა­მარ­თლომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში უნ­და და­ტო­ვოს, ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს კი შე­საძ­ლო­ა, გი­რა­ოც შე­ე­ფარ­დოს.

ნათია დოლიძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ