გი­გი უგუ­ლა­ვას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ა­კა­ვე­ბენ?!

გი­გი უგუ­ლა­ვას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ა­კა­ვე­ბენ?!

ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაჩ­ქარ­დე­ბა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი? - სწო­რედ ამ კითხ­ვას სვა­მენ ამ დღე­ებ­ში. შე­საძ­ლო­ა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ ერ­თი სკან­და­ლუ­რი და­კა­ვე­ბის მოწ­მე­ნი გავ­ხდეთ. კერ­ძოდ, ერ­თ-ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის თქმით, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ ისურ­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად უკ­ვე მზად არის მა­სა­ლე­ბი, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ და და­ა­კა­ვე­ბენ კი­დეც თბი­ლი­სის მერ გი­გი უგუ­ლა­ვას. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცველს საქ­მე­ე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ უგუ­ლა­ვას­თვის უკ­ვე წა­ყე­ნე­ბუ­ლ ბრალ­დე­ბებ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა ახა­ლი ეპი­ზო­დე­ბიც. კერ­ძოდ, მი­სი თქმით, ახა­ლი საქ­მე­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ტენ­დე­რებს, გა­სარ­თობ პარ­კებს და ერ­თ-ერთ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ას. ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რის­თვის უკ­ვე წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­გი უგუ­ლა­ვა პირ­ვე­ლად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე ამა წლის და­საწყ­ის­ში წარ­დგა. მას დი­დი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა-­გაფ­ლან­გვა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში (ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა) ედე­ბო­და ბრა­ლი (194-ე და 182-ე მუხ­ლე­ბი). თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მე­რის საქ­მე 25 თე­ბერ­ვალს გა­ნი­ხი­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უგუ­ლა­ვას­თვის გი­რა­ოს სა­ხით მი­ლი­ო­ნი ლა­რის შე­ფარ­დე­ბა მო­ითხ­ო­ვა. გა­ნაცხ­ა­და, რომ მას მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, რაც 9-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბის მხა­რე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნო­ბა­ში 20 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და, ამი­ტომ გი­რა­ოდ მი­ლი­ო­ნის მოთხ­ოვ­ნა სავ­სე­ბით შე­სა­ბა­მი­სი იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე­ვე ითხ­ოვ­და, უგუ­ლა­ვას საზღ­ვარ­გა­რეთ გას­ვლის უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბო­და და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში კვი­რა­ში ერ­თხელ გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ეს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, ასე­ვე გახ­სნი­ლია იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა და უტყ­უ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ა, რომ ამის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე გი­გი უგუ­ლა­ვა იყო.

გი­გი უგუ­ლა­ვას­თვის წაყენებული ბრალ­დე­ბის კი­დევ ერ­თი ეპი­ზო­დი ეხე­ბო­და სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის ფუ­ლის და­რი­გე­ბის მიზ­ნით, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც ფიქ­ტი­უ­რად გა­ფორ­მდა 764 აქ­ტი­ვის­ტი, ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. ამ სამ­სა­ხურ­ში მათ არც ერ­თი დღე არ უმუ­შა­ვი­ათ, მაგ­რამ დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან, ხელ­ფა­სის სა­ხით, 4 მლნ 130.728 ლა­რი და­ე­რიცხ­ათ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა