გოგი ჭიჭინაძე: 17 მაისს ჩვენ ცხოველური აგრესიით აღტკინებულ ადამიანთა მასა ვიხილეთ

გოგი ჭიჭინაძე: 17 მაისს ჩვენ ცხოველური აგრესიით აღტკინებულ ადამიანთა მასა ვიხილეთ

ცნობილი დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე საზოგადოებრივად ყოველთვის აქტიურია და ამას თავის მოვალეობად მიიჩნევს...დირიჟორს ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ... ჩვენი საუბრის პირველი თემა 17 მაისის ყბადაღებული აქცია აღმოჩნდა:

- 17 მაისამდე იყო 1 მაისი, რაც ჩემთვის არანაკლებ შემაშფოთებელი იყო. 1 მაისს სტუდენტების დემონსტრაციაზე პოლიციამ ნამდვილად გადააჭარბა და ჟურნალისტიც კი სცემეს. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტარი ჩემთვის უკიდურესად აღმაშფოთებელი იყო, რომლის თქმითაც, ჩვენ თურმე სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ პოლიციელს არ აქვს საშუალება დემონსტრაციაზე ჟურნალისტი სხვებისგან გაარჩიოს. ჩემი აზრით, ასეთ მაღალჩინოსანს ცხვირი უნდა ამოუჩეჩქვო. ეს ზუსტად იგივე დემაგოგიაა, რასაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა... რაც შეეხება 17 მაისს, ჩემზე და ყველა ჩემს ახლობელზე საშინლად იმოქმედა იმდღევანდელმა ძალადობამ. ამას ძალის გადამეტებაც აღარ ერქვა, უფრო უარესი იყო... ჩვენ ვიხილეთ ცხოველური აგრესიით აღტკინებული ადამიანთა მასა, ბრბო, რომელიც მთვრალი იყო საკუთარი ძლიერებით. დანამდვილებით ვიცი, ბევრი სასულიერო პირია აღშფოთებული იმით, რაც მოხდა... ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, ეკლესიაში განხეთქილება მომხდარიყო და გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საზოგადოება ამდენად არატოლერანტული, ანტიდემოკრატიული და შეუწყნარებელი არ არის. შეიძლება ვინმეს რამე არ მოსწონდეს, მაგრამ ასეთი საშინელი ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. ამასთანავე, ბევრი ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მოვლენები კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. თუ ვინ გამოიყვანა ეს ბავშვები, ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"