ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

"ნაციონალურ მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება კახეთის გუბერნატორს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ასევე არსებული ცნობით, ჭიაბერაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ოჯახის ინფორმაციით, ტექნიკური მიზეზების გამო ღამით გირაოს თანხის გადახდა ვერ მოხერხდა და თანხას დღეს გადაიხდიან, რის შემდეგაც ჭიაბერაშვილი გათავისუფლდება.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი, 20 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ