ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა 20 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა 20 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის ოჯახმა გირაოს სახით შეფარდებული 20 ათასი ლარი გადაიხადა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ახლა დარჩენილია რამდენიმე ტექნიკური პროცედურა, რის შემდეგაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

"ზურაბ ჭიაბერაშვილის გათავისუფლება დღეს მოხდება, თუმცა ზუსტ დროს ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე ტექნიკური პროცედურა კიდევ დაგვრჩა გასავლელი", - აღნიშნა ადვოკატმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ