"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება"

"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება"

"ჩვენ ცოცხლები ვართ კი არა, ვმუშაობთ, ვმოქმედებთ და სიახლეებს ვგეგმავთ. "ნაციონალურ მოძრაობას"რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს, ეს თვალნათლივ გვაჩვენა 19 აპრილის აქციამ, რისიც ასე ძალიან ეშინოდა ხელისუფლებას", - აცხადებს უმცირესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური. მისი თქმით, საზოგადოებას ეიფორიამ თანდათან გადაუარა და რეალობის აღქმა დაიწყო...

- რაც უნდა საწყენი იყოს ჩვენი ოპონენტებისთვის, "ნაციონალური მოძრაობა"ის ძალაა, რომელსაც დღე და ღამე უკიჟინებდნენ, კაციჭამიების, მკვლელებისა და სადისტების პარტია ხართ, რომელსაც ქართველი ერის გადაშენება აქვს განზრახულიო. სინამდვილეში, ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულ კოალიციას. ასე რომ, სწორედ ახლა, დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებდით. დიახ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას მათი გაანალიზება ვისწავლეთ. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის...

- რას გულისხმობთ?

- ამას მომავალი გვიჩვენებს, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკურ ძილსა და მოდუნებას არ ვაპირებთ, პირიქით, ბოლო დროს კარგად ჩანს ჩვენი თანმიმდევრული და ორგანიზებული პოლიტიკა. სწორედ ეს აფრთხობთ ჩვენს ოპონენტებს.

- კონკრეტულად რაში გამოი­ხატება?.. არაერთხელ გამოჟონა ინფორმაციამ "ნაციონალურ მოძრაობაში"არსებული განხეთქილების შესახებ, საუბარია მერაბიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირებაზე, ახალაიების "მოკვეთაზე"...

- არ არის ასე, არ მინდა საუბარი ცალკეულ პერსონებზე, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა ყველა პოლიტიკურ პარტიაშია და ეს ნორმალურია. ბაჩო ახალაია არის ადამიანი, რომელმაც მართლაც დიდი საქმე გააკეთა. მან შეუძლებელი შეძლო და ქურდული მენტალიტეტი ალაგმა ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ხალხს ეიფორია გადაუვლის და მადლობა ღმერთს, ამის ნიშნები უკვე არის, მიხვდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა"ქართველი საზოგადოების მტერი კი არ იყო, ბევრი კარგი საქმე გააკეთა... ვნახოთ, რას გააკეთებს "ქართველი ერის გადამრჩენელი ხელისუფლება". ჯერჯერობით რასაც ვხედავ, ყველაფრის გაძვირებისა და ადამიანების სამსახურებიდან გაშვების გარდა არაფერი გაკეთებულა. პარალელურად, მუდმივად გვესმის, რომ უამრავი რამის დემონტაჟს გეგმავენ, უნდათ დაშალონ "მშვიდობის ხიდი", მუსიკისა და დრამის თეატრი რიყეზე, ახალი იუსტიციის სახლი თბილისში, რომელმაც არაერთი უცხოელი აღაფრთოვანა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა