საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დღეიდან სრულწლოვან დევნილთათვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს.
ID ბართების უსასყიდლოდ გაცემის მიზანი საარჩევნო სიების დაზუსტებაა. დევნილებს პირადობის ახალი მოწმობის უფასოდ აღება 23 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
იუსტიციის სახლის ფილიალები და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები მათთვის ყოველ შაბათ-კვირას, დილის 09.00 საათიდან საღამოს 21.00 საათამდე იმუშავებენ.