"რა მოხდა კიევში" - "ნებისმიერი ეშხიანი, ლამაზი ქართველი გოგონა ყველა უკრაინელ ეშხიან ქალს ჯობია"

"რა მოხდა კიევში" - "ნებისმიერი ეშხიანი, ლამაზი ქართველი გოგონა ყველა უკრაინელ ეშხიან ქალს ჯობია"

ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ამერიკული კომედია "ნაბახუსევი", რომელიც რამდენიმე ზრდასრული მამაკაცის თავს გადახდენილ საოცარ ამბებს ასახავს. სამი მეგობარი დილას ე.წ. "პახმელიაზე" იღვიძებს სასტუმროს ნომერში, ირგვლივ ყველაფერი მილეწილ-მოლეწილია, მეოთხე მეგობარი არსად ჩანს, ტუალეტში კი, არც მეტი, არც ნაკლები, ვეფხვი დაბოგინობს. ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მისი მეორე და მესამე სერიებიც გადაიღეს.

ქართველმა რეჟისორმა, ირაკლი ჩხიკვაძემ კი ამ ფილმის რიმეიქის გადაღება გადაწყვიტა და ოთხი მეგობრის როლზე "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია და მსახიობები, სანდრო გაბილაია, მერაბ ჭიქაშვილი და თორნიკე გოგრიჭიანი მიიწვია. თუკი ქართველი მამაკაცების უკრაინელი ქალებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფილმის ძირითადი გადაღებები კიევში მიმდინარეობდა და ფილმსაც ასე ჰქვია - "რა მოხდა კიევში". ჩვენ ფილმის მთავარი სამი გმირი, გიორგი ლორია, მერაბ ჭიქაშვილი და სანდრო გაბილაია ჩავწერეთ. ფილმის პრემიერა 30 მაისს იგეგმება.

მერაბი:

-  ორი თვის წინ რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ დამირეკა და კასტინგზე მისვლა შემომთავაზა. ოფისში მისულმა გავიგე, რა ტიპის ფილმის გადაღებას აპირებდნენ, მაგრამ ჰქონდათ მხოლოდ სცენარის მცირე ნაწყვეტი. მეორე მისვლაზე მთხოვეს ამ სცენის გათამაშება. სანდრო როლზე უკვე დამტკიცებული იყო და მე და სანდრომ ერთად გავითამაშეთ. ძალიან მომინდა მეკარის, ანუ გიორგი ლორიას ძმის როლის თამაში, ამიტომ მეორე კასტინგზე მომზადებული მივედი. ჩვენ შემდეგ დამტკიცდა თორნიკე გოგრიჭიანი, რომელიც ახლა ჩვენს ინტერვიუს ვერ ესწრება იმის გამო, რომ გადაღება აქვს.

გიორგი:

-  მინდა აღვნიშნო მერაბის, სანდროს და თორნიკეს პროფესიონალიზმი. ასევე რეჟისორის და ზოგადად, ყველა იმ ადამიანის პროფესიონალიზმი, რომლებიც ამ ფილმზე მუშაობდნენ. სამსახიობო გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ახლა შევიძინე, უმაღლესი დონის გუნდთან მომიწია მუშაობამ.

სანდრო:

-  ეტყობა, ამას ნორმალური მსახიობები არ უნახავს (იცინიან). ფილმის რეჟისორი ჩემი მეგობარია. ამ ფილმზე პროდიუსერად უნდა მემუშავა. უცბად ირაკლიმ დამირეკა, ადვოკატის როლს ხომ არ შეასრულებდიო. ვიფიქრე, პროდიუსერობიდან "მტეხავენ"-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს მთავაზობდნენ.

გიორგი:

-  მე ვიყავი პირველი, ვინც როლზე დაამტკიცეს. კასტინგიც არ გამივლია. ფედერაციაში მუშაობს ერთი ჩემი მეგობარი, რომელმაც დამირეკა და მითხრა, ფილმს იღებენ და როლის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უნდათო. როგორც კი შემხვდნენ და იდეა გამაცნეს, ძალიან მომეწონა, არ მოველოდი და ეგრევე დავთანხმდი.

-  ეჭვიც არ გქონია, ვერ ვითამაშებ და დამცინებენო?

-  არა, რატომ უნდა შემპარვოდა ეჭვი? ხელოვანების ოჯახიდან ვარ. მამაჩემი რეჟისორია, ნუგზარ ლორია, დედა, მარინა ლორია, ტელერეჟისორია, და - ნინო, მსახიობი გახლავთ. მამაჩემს "ქართულ ფილმში" გახმოვანებებზე დავყავდი და ვახმოვანებდი ხოლმე. კინოსთან ხშირი შეხება მქონდა.

-  ახლა კითხვა გამიჩნდა, სპორტი რა შუაში იყო და მსახიობი რატომ არ გახდი?

-  მამაჩემი არის ზოგადად სპორტის გულშემატკივარი და სერიოზულადაც ერკვევა ბევრ სახეობაში, ფეხბურთი მან შემაყვარა. ისევ ფილმს რომ დავუბრუნდეთ, როცა შევიტყვე, რომ ამ დონის პროფესიონალებთან მომიწევდა თამაში, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ რაიმე გამიჭირდებოდა. ერთი პერიოდი თეატრალურშიც ვსწავლობდი, ტელე-კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე.

სანდრო:

-  მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ გიორგიმ საკმაოდ რთულ ეპიზოდებში ძალიან კარგად ითამაშა. ეს კომედიაა მაყურებლისთვის, მაგრამ თავად პერსონაჟები ძალიან ცუდ დღეში ვართ.

-  გადაღებები როდის დაიწყო?

გიორგი:

-  გადაღებები 20 დღის წინ დაიწყო საქართველოში, შემდეგ გაგრძელდა კიევში. საქართველოში გადაღება ჩვენი სახლიდან დაიწყო, გაუგებარი სახლია, არც ერთი მეკარის ფოტო არ კიდია ჩემს სახლში და მარადონას ფოტოა გამოფენილი. ეს პრეტენზია მაქვს პროდიუსერებთან და გთხოვთ, გააცნოთ.

-  ერთი პროვოკაციული კითხვა მინდა დაგისვათ, რას ნიშნავს თითოეული თქვენგანისთვის კიევი, იმას, რასაც ჩვენი უფროსი თაობისთვის მოსკოვი ნიშნავდა?

გიორგი:

-  ამ შეკითხვაზე მერაბი გიპასუხებთ.

მერაბი:

-  კიევი არის უკრაინის დედაქალაქი, იქ არის ბულგაკოვის სახლ-მუზეუმი (იცინიან)...

სანდრო:

-  16-საათიანი სამუშაო რეჟიმი გვქონდა, დაღლილები მოვდიოდით და არაფრის თავი არ გვქონდა, მერაბი საიდან პოულობდა ენერგიას, რომ პირველ სართულზე პიჯაკში გამოწყობილი მჯდარიყო, ვერავინ ვიგებდით. როდის ასწრებდა მოწესრიგებას, არ ვიცი, მაგრამ ღამე ცალკე ცხოვრება ჰქონდა. ამას ფოტოები აქვს გადაღებული... ნახე წითელი ფეხსაცმელები? შიშველ ქალებთან გადაღებულ ფოტოებს არ ვგულისხმობ. ამას ვერ მოგიყვებით, ჟურნალში მოსაყოლი არ არის.

გიორგი:

-  ეს ფილმის გადაღებებს არ ეხება, ამას თუ მოვყვებით, ჟურნალს +18 უნდა დააწეროთ (იცინიან).

მერაბი:

-  ანუ თქვენ იმის კითხვა გინდოდათ, ქართველი კაცები გადარეულები არიან თუ არა უკრაინელ გოგონებზე? იქ მოსაწონიც ბევრია და დასაწუნიც.

სანდრო:

-  ნებისმიერი ეშხიანი, ლამაზი ქართველი გოგონა ყველა უკრაინელ ეშხიან ქალს ჯობია. მეექვსედ ვიყავი კიევში და მეექვსედ დავრწმუნდი ამაში.

გიორგი:

-  უბრალოდ, იქ ახალი ხილია. წარმოიდგინე, ზამთარში რომ მანგო ჭამო (იცინის).

მერაბი:

-  მკითხე, რა ნიშნავს კიევი თქვენთვისო. გიპასუხებ - მრავალფეროვნება, ბევრი ღიმილი, კარგი სახეები... განწყობაც, შესაბამისად, შესანიშნავია. სხვათა შორის, ძალიან ღიმილიანი ხალხია, ყველა გვეხმარებოდა, იულია ქავთარაძეც მონაწილეობს ჩვენს ფილმში და მან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. იულია ქართველია და ქართველობს, ენასაც სწავლობს დიდი მონდომებით და 30 მაისს პრემიერაზეც ჩამოვა საქართველოში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია