ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი - "ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ"

ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი - "ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ"

ამბობს, რომ ამ ეტაპზე უმუშევარია, რადგან მუდმივად სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს. ამ თემაზე მოლაპარაკე ადამიანი კი თბილად ვერ იქნება. "მითხარით, ერთი საქმე მაინც, რომელიც ამ ხელისუფლებამ გახსნა, ან საკუთრება დაუბრუნა ადამიანს, ვერ დამისახელებთ, რადგან არ მომხდარა", - აღნიშნა "სახალხო კრების" წევრმა ლაშა ამირეჯიბმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაცია...

-  ჩემთვის არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯოჯოხეთური ცხოვრება ნაწილობრივ დასრულდა და ნაწილობრივ დარჩა. ხალხისთვის, უბრალო საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა, არც პოლიტპატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესებულა, თუმცა იმედი მაქვს, თანდათან დალაგდება. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ იმედი გვქონდა და გვაქვს, რომ ხალხისა და ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო რაღაცას გააკეთებს.

-  გარემოცვასა და თანაგუნდელებზე ალბათ ბევრი რამ არის დამოკიდებული...

-  გარემოცვა მართლაც ბევრს ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა თავიდანვე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მის გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მიშასთან ერთად მოვიდნენ. ასეთია კოალიციაში 95%, რომლებიც შემდეგ "ნაციონალებს" გაუნაწყენდნენ, რაღაცის თუ ვიღაცის გამო ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და მათგან წამოვიდნენ. მერე უკვე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა, მას ჩაებნენ.

-  ვის გულისხმობთ?

-  ძალიან ბევრს, ზვიად ძიძიგურს, დავით საგანელიძეს, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს... 95% ვთქვი და ძალიან ბევრის ჩამოთვლა დამჭირდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე მიშასთან იყვნენ ჩაბმული.

-  ფაქტობრივად, კოალიციის წამყვანი ძალა დაასახელეთ...

-  კი ბატონო, მაგრამ ასეა და არ ვთქვა? "რესპუბლიკელები" ვინ არიან, ყველამ ვიცით, მგონი, მაგრამ მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, არ ვიცი. თუმცა მათ გვერდით არიან წესიერი ადამიანებიც, მაგალითად, ვიქტორ დოლიძე, მანანა კობახიძე, ზაზა გოგსაძე, რომელთაც "ნაციონალებთან" არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ... დღეს არსებული პოლიტიკური სურათი ასეთია, - მღვრიე წყალში, სადაც თევზს ეძებენ, რესპუბლიკური პარტია ძლიერდება. ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება კი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან მეც და ქართველმა საზოგადოებამაც კარგად იცის მათ მიერ განვლილი გზა. თუმცა მხოლოდ ისინი არ წარმოადგენენ კოალიციის პრობლემას, იქ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ.

-  გია ხუხაშვილს გულისხმობთ?

-  უფრო სწორად, მის ფენომენს... როდესაც ამ ადამიანზე ვლაპარაკობ, მინდა, რომ ბიზნესი ისევ არ მოექცეს მარწუხებში, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის გუნდის დროს იყო. ბიზნესს არ უნდა კონტროლი და რეკეტი, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, გადაიხადოს გადასახადები და პირნათელი იყოს საქართველოს ბიუჯეტთან. ვიღაცები ებრძვიან და მსხვილი ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. არადა, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, ბიზნესი თავისუფალი ყოფილიყო... არ მინდა, ისევ ძველი დრო დაბრუნდეს, თუმცა აღსანიშნავია დავით კირვალიძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი - სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სააგენტო საქართველოში შემოსულ პროდუქტს აკონტროლებდა. რაც მთავარია, ძალიან სეროზულად მუშაობდნენ და როგორც კი ვადაგასული პროდუქტი შემოვიდოდა, მაშინვე ანადგურებდნენ. ამას არ აკეთებდა წინა ხელისუფლება. ანუ ადამიანებს ვადაგასულ პროდუქტს აჭმევდნენ, ეს ეხებოდა კვერცხს, ხორცს, ფარშს, თევზს... დავით კირვალიძის სააგენტომ, რომელსაც ძალიან პატიოსანი ადამიანი, ჩეკურიშვილი ხელმძღვანელობს, ამ ყველაფრის წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც ვიღაცებს არ მოეწონათ. თავის დროზე კეზერაშვილის ჯგუფმა უვარგისი, ვადაგასული პროდუქტის შემოტანით ძალიან დიდი ფული იშოვა. ახალი არ არის, რომ იმპორტით შემოსული პროდუქტის სისტემაში ძალიან დიდი ფული იყო, ამიტომაც მოიშორეს დათო კირვალიძე და გამოდის, რომ მისი გათავისუფლებით უხარისხო პროდუქტის შემოტანას გზა გაუხსნეს. მე ვიცი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ომის უკან ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი იდგნენ და მათ ეს ჯგუფი ებრძოდა. ახლა ამ ადამიანებს უნდათ, მათთვის სასურველი მინისტრი დაინიშნოს, რომელიც ამ ყველაფერს აღარ გააკონტროლებს და საზოგადოებას ისევ უვარგისი პროდუქტით "მოამარაგებენ".

-  თქვენი გვარი გიორგი ფარესიშვილის ამბებზეც დასახელდა...

-  დიახ, მკითხეს, მას შენ ხომ არ მართავდიო, ფარესიშვილი უკვე დიდი ბიჭია და მას არავისი მითითება არ სჭირდება, თავად იცის თავისი საქმე. მას რაღაც გარკვეული წყენა ახსოვდა გელა ხვედელიძისგან, ეს ჩემი საქმე არ არის და ამით არც დავინტერესებულვარ.. იცით, ვერ დავიჯერებ, პრემიერ-მინისტრისთვის ეს ყველაფერი სულერთი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ მიდის. მაგრამ რას ვიზამთ, ვინც მასთან ერთად ვახშმობს, ის აწვდის ინფორმაციასაც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია