გიორგი კანდელაკი - "დღეს უნდა გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც იბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და არა მის წინააღმდეგ!"

გიორგი კანდელაკი - "დღეს უნდა გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც იბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და არა მის წინააღმდეგ!"

საპარლამენტო უმცირესობის წვერი გიორგი კანდელაკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აფასებს.

"გავიარე რუსთაველზე. ძირითადად, გამოუფენიათ საბჭოთა პერიოდის კულტურის მოღვაწეთა სურათები. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას რცხვენია იმ ხალხის სურათების გამოფენა, ვინც ცხოვრება შეალია და იბრძოლა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისთვის. ცხადზე ცხადია, რომ მთავრობას ეთაკილება იმ მოღვაწეების თუ ოფიცრების გახსენება და სურათების გამოფენაც კი, ვინც გმირულად იბრძოლა დემოკრატიული საქართველოს დასაცავად და შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მათ საერთოდ საბჭოთა ოკუპაციაზე საუბარიც ეთაკილებათ (ემანდ, რუსებს არ აწყენინონ).

საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია რობერტ სტურუა - როგორც ვიცი, მისი ბაბუა, ცნობილი ბოლშევიკი, ვანო სტურუა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების ჩახშობაში. რაღაც ისიც არ მახსენდება, რომ თავად რობერტ სტურუა, გინდ 1980-იან წლებში და გინდაც მერე, დამოუკიდებლობის და ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსულიყოს. დღევანდელი დღეს უნდა გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც იბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და არა მის წინააღმდეგ!

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდადებულ მამულიშვილებს!", - წერს კანდელაკი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა