გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

გიორგი ღვინიაშვილს და გიგი უგულავას დაიჭერენ?!

სანდო წყაროს ცნობით, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში დაკითხვაზე ქალაქის ყოფილ პროკურორს, გიორგი ღვინიაშვილსა და მოქმედ მერს, გიგი უგულავას დაიბარებენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, წინასწარ უცნობია, მაგრამ როგორც გვითხრეს, მათთვის წაყენებული ბრალი იმდენად სერიოზული იქნება, დიდი ალბათობით ორივეს პატიმრობა ელის. სამართლიანობის აღდგენისთვის ხელისუფლების ნაბიჯების შეფასება "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეს ვთხოვეთ:

- ქართველ საზოგადოებას ძალიან დამაჯერებელი ინფორმაცია აქვს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს მისი უმაღლესი თანამდებობის პირების დანაშაულებრივ ქმედებებზე და ამ უკანონობათა ჩამდენებზე დიდი ხანია დასკვნა გამოტანილი აქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ სამართლიანობა უნდა აღადგინონ, ამაზე ყველას ერთი აზრი გვაქვს. თუმცა ასეთ ვითარებაში ჩნდება საფრთხე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ცდუნებას ვერ გაუძლოს და სამართლიანობის აღდგენა მიაბას თავის პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომ ხელისუფლებას ძალიან დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა მოუწევს არა მარტო ფაქტების შეფასებაზე, არამედ პროცესუალურ ქმედებებზე.

ხელისუფლების ქმედებებს არათუ მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს მისგან. მერაბიშვილი იმიტომ კი არ უნდა დაეპატიმრებინათ, რომ ბიუჯეტის ფული არასწორად განკარგა, არამედ უფრო მძიმე დანაშაულებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი. რადგან ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის რეზერვში აქვს დატოვებული დამამძიმებელი გარემოებები, ეს აჩენს ეჭვს, რომ ამას იმის მიხედვით გამოიყენებს, როგორ მოიქცევა "ნაცმოძრაობა". ეს ეჭვები უნდა გააქარწყლოს ხელისუფლებამ, რადგან საზოგადოება კარგა ხანია უნდობლობით ეკიდებოდა ხელისუფლების ქმედებებს. "ქართული ოცნების" უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ნდობის აღდგენა.

- როგორც შევიტყვეთ, ქალაქის ყოფილი პროკურორის, გიორგი ღვინიაშვილისა და გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხიც აქტიურად განიხილება. რაზე შეიძლება მიედაოს მათ გამოძიება?

- გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო, როდესაც თბილისში არაერთი ახალგაზრდა მოკლეს. სააკაშვილის დანაშაულებრივ სისტემაში მთავარი მოქმედი პირი პროკურატურა იყო, ღვინიაშვილი კი მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ დანაშაულებრივ სისტემაში, ბუნებრივია, ღვინიაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები. ბევრი გახმაურებული მკვლელობა მოხდა მისი პროკურორობისას - ბიზნესის წართმევა და უსამართლოდ დაპატიმრება. რეპრესიების ინსტრუმენტი სწორედ ღვინიაშვილის უწყება იყო და არ გამიკვირდება, თუ მასზეც საქმე აღიძრება. ბრალდებას არ უნდა გაუჭირდეს მისი დანაშაულის დასაბუთება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა