თამარ ჩერგოლეიშვილი გურამ გირგვლიანს - "სისულელეების ბჟუტური ტკივილს უმსუბუქებს ადამიანებს?"

თამარ ჩერგოლეიშვილი გურამ გირგვლიანს - "სისულელეების ბჟუტური ტკივილს უმსუბუქებს ადამიანებს?"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი სანდრო გირგვლიანის მამის, გურამ გირგვლიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გაზეთ "ასავალ-დასავლთან" საუბარში გააკეთა.

"სულ მაინტერესებს, ასეთი ტრაგედიის შემდეგ, სისულელეების ბჟუტური და ცილისწამება, ტკივილს უმსუბუქებს ადამიანებს? რა ჯანდიერი, რა ზეწოლა. OMG", - წერს ჩერგოლეიშვილი.

როგორც გურამ გირგვლიანმა გაზეთ "ასავალ-დასავალს" განუცხადა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმის ძიების დროს სტრასბურგში ჩავიდნენ, სადაც ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ გირგვლიანების ოჯახის ადვოკატზე დავით ჯანდიერზე. გურამ გირგვლიანის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ აწყობდა დავით ჯანდიერის სხდომაზე გამოსვლა, ვინაიდან იგი ფრანგულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილად საუბრობდა, ამიტომ მათ ინტერესებში სხდომაზე ოჯახის სახელით შალვა შაგვგულიძის გამოსვლა შედიოდა.

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

სანამ სინოდის სხდომა დასრულდებოდა, პატრიარქი მედიის წარმომადგენლებს, საკვებით გაუმასპინძლდა

"ასე როგორ დამტოვეთ ორივემ, აბა ნინიკოს ვჭირდებითო? ჯერ ძალიან ადრე იყო დაობლებისთვის" - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი მშობლებზე