ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები საქმის გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან გამოძიების გაჭიანურების მიზეზებზე პასუხს ელის.

"პასუხს ვერ გვცემენ, თუ ექნება საერთოდ დასასრული ამ გამოძიებას და თუ იპოვნიან მკვლელს. ხომ ვიყავით ირაკლი ღარიბაშვილთან, ის დაგვპირდა რომ გამოძიებული იქნებოდა და შეგვიცვლიდა გამომძიებლებსაც, მაგრამ ისევ ის გამომძიებლები არიან. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იმიტომ გვინდა, სამი თვე გავიდა, რაც ღარიბაშვილთან ვიყავით, არანაირი წინსვლა არ იგრძნობა. იქნება მას მაინც გასცენ პასუხი, გამოძიება ასე რატომ ჭიანურდება", - აცხადებს ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ