ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

ქაჯაია მემუქრებოდა - გაითვალისწინე, რა მოუვა შენს ქალიშვილს, ციხეში რომ შევაო... როგორია, ამას მამას რომ გეუბნებიან?

ყოფილი პატიმრის, თამარ ჩიკვაიძის ინტერვიუს, რომელიც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი პროკურორ მანუჩარ ქაჯაიას ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაში ამხელს. ამ ფაქტით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა და ჩიკვაიძე უკვე დაჰკითხეს, საქმეზე მოკვლევა დაიწყო, მაგრამ მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, მანუჩარ ქაჯაია ისევ პროკურორად მუშაობს(?!). კოლეგებს არც კი დაუკითხავთ, რადგან მის წინააღმდეგ საქმე ჯერ აღძრული არ არის. "თუ მტკიცებულებები გამოჩნდა, დავკითხავთ", - გვითხრა პროკურორმა მადონა ღიბრაძემ.

მანუჩარ ქაჯაიას ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხვიჩა ბენდელიანი ამხელს:

- 6 წელიწადი სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. 2007 წელს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსის მოადგილე ავთანდილ კვარაცხელია დამიკავშირდა და მთხოვა, შესყიდვებზე მისთვის კონსულტაცია გამეწია. რამდენჯერმე კონსულტაცია გავუწიე, ამის მერე ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმება შემომთავაზა. საჯარო მოხელე ვიყავი, ამიტომ ხელშეკრულება ჩემი ქალიშვილის სახელზე გავაფორმე. მას იუსტიციის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული, შესყიდვების საკითხი კარგად ესმის. ჩემს შვილს ნამდვილად ვეხმარებოდი დოკუმენტების მომზადებაში და მას ხელფასად 600 ლარს უხდიდნენ. ასე გრძელდებოდა 2010 წლამდე.

- რა დოკუმენტებს ამზადებდით?

- მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ვეხმარებოდით... 2011 წლის დასაწყისში მე და ჩემი შვილი სამხედრო პოლიციაში დაგვიბარეს, სადაც გამომძიებელი მამუკა კვერნაძე, ოპერატიული სამსახურის უფროსი დავით კურტანიძე და ცნობილი "მასტერა", გია დგებუაძე დაგვხვდნენ\. ცალ-ცალკე ოთახში შეგვიყვანეს და დაიწყო დაკითხვა. მითხრეს, ფულს ათეთრებდითო. მეუბნებოდნენ, ავთანდილ კვარაცხელია ხელს გადებსო (ისიც დაპატიმრებული ჰყავდათ). თურმე, როცა შესამოწმებლად შევიდნენ, იკითხეს, ასე ვინ მოგიწესრიგათ საბუთებიო, უთქვამთ, ხვიჩა ბენდელიანმაო და რომ გაიგეს, რა თანამდებობა მქონდა, ხელი ჩამავლეს. ორჯერ ვიყავით დაკითხვაზე, 2011 წლის 29 მარტს კი თავს დამესხნენ და ისე დამაკავეს.

- სად დაგაკავეს?

- ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანისას გამიტაცეს. თავდაცვის სამინისტროში მიმიყვანეს, იქ დავით კურტანიძე ცდილობდა დავეშინებინე, ფსიქოლოგიურად გავეტეხე. მეუბნებოდნენ, ახლა შენი 22 წლის გოგო უნდა დავიჭიროთ, გვერდით მოგისვამთო... მერე პროკურატურაში გადამიყვანეს, იქ შევხვდი პირველად პროკურორ ქაჯაიას.

- როგორ გექცეოდათ?

- პირველად ის მკითხა, წარმოშობით საიდან ხარო? ზუგდიდელი ვარ-მეთქი. რას ამბობ, მე დევნილი ვარ, ჩემებური ყოფილხარ, ყველანაირად დაგეხმარებიო. ისეთი საუბარი და ქცევა ჰქონდა, გავოცდი, ლამის ატირდა კაცი, უამრავი თბილი სიტყვა მითხრა.…ვიფიქრე, ალბათ, გულწრფელად თანამიგრძნობს, უკანონოდ რომ დამაკავეს-მეთქი. თურმე სად ხარ, ეს სპექტაკლია. მერე მეუბნება, ყველაფერი თქვი, მე აგერ ვარ და ეგრევე გაგიშვებენ, აინტერესებთ, ეკონომიკის სამინისტროს სამსახურში რა ხდებაო. ვუთხარი, შეგიძლიათ ყველა დოკუმენტი გადაამოწმოთ და ვერანაირ დარღვევას ვერ ნახავთ-მეთქი. მითხრა, ამ სამსახურში მილიონებია ნაშოვი, იქნებ დაასახელო გვარებიო. მილიონებს როგორ იშოვიდნენ, როცა მთლიანი ბიუჯეტი მილიონ-ნახევარია-მეთქი. გვატყუებო, მითხრა, ტონი შეიცვალა და დამემუქრა, გაითვალისწინე შენი შვილის მომავალიო. ვერა ქობალიას გარდა, სამინისტროში ნებისმიერ ყოფილ მინისტრს ან მოადგილეს დაადე ხელი, ან მოქმედს, თქვი, რომ კორუფციულ გარიგებაში იყო ვიღაცებთან და ახლავე აქედან გახვალო. თქვენ რას გაძლევთ, ვიღაც უდანაშაულოს ხელი რომ დავადო-მეთქი. მიპასუხა - შენ თანხას გადაგახდევინებთ საპროცესოში, ვისაც დაასახელებ, იმასაც გადავახდევინებთ, ის მერე სხვას დაადებს ხელს, ისიც გადაიხდის და ბიუჯეტი ასე ივსება, აბა, როგორ წარმოგიდგენიაო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ