"უსაქციელო ცხოვრებას "მალიარობა" ვარჩიე"

"უსაქციელო ცხოვრებას "მალიარობა" ვარჩიე"

ქეთევან ნაცარაშვილმა თელავის პროფსასწავლებელში ბუღალტრად მრავალი წელი იმუშავა, მაგრამ მისი გაუქმების შემდეგ, ქალისთვის ერთობ უცნაური საქმიანობა წამოიწყო.

- მანქანებს ვხეხავ, დაგრუნტვას ვუკეთებ და შესაღებად "ჩემს მეუღლეს ვუტოვებ. თავიდან კლიენტი ეზოში მანქანას რომ შემოაყენებდა და მის დასათვალიერებლად ქმართან ერთად მეც გავდიოდი, თვალებს დამიბრიალებდა - შედი, ქალო, შინა, სირცხვილიაო. მაგრამ გავიდა დრო და მიხვდა, რომ მის გვერდით დგომა და მასთან ერთად ცხოვრების მძიმე ჭაპანის ზიდვა სირცხვილი არ იყო.

- თქვენი ხელობის ქალი ქალაქშიც იშვიათია. სოფელში ამ ამბავს მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია?

- ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, ზურგს უკან თუ ვინმე ჩურჩულებდა, ქეთინო საკაცო საქმეს აკეთებსო, არ ვიცი. უხამსი არაფერი გამიკეთებია. უსაქციელო ცხოვრებას "მალიარობა" ვარჩიე.

- კლიენტი ყოველთვის კმაყოფილია?

- ძალიან რთულია დაზიანებულ მანქანას ქარხნული იერი დაუბრუნო, მაგრამ მაინც ვახერხებთ. ფაქტია, რომ 29 წელია კლიენტის ნაკლებობას არ განვიცდით. თუმცა იყვნენ "კაპრიზნი" კლიენტებიც.

როცა მანქანა "მალიარკაზე" მოჰყავთ, აკუმულატორი რომ არ დაჯდეს, ამოღებას გვთხოვენ ხოლმე. ერთხელ ჭიშკარში ძახილი გავიგონე, გავიხედე და მანქანის პატრონი აღმოჩნდა. მივიდა, ახადა მანქანას კაპოტი და ცარიელი რომ დაინახა, ერთი ამბავი ატეხა, - აკუმულატორი მომპარეთო, აღარ ახსოვდა, რომ მისი თხოვნით ამოვიღეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია