რა­ტომ დახოცა მშობ­ლე­ბი რუს­თა­ველ­მა ახალ­გაზ­რდამ

რა­ტომ დახოცა მშობ­ლე­ბი რუს­თა­ველ­მა ახალ­გაზ­რდამ

23 მა­ისს რუს­თავ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 36 წლის ბად­რი შ-მ სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი და­ნით დახოცა. დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 109-ე მუხ­ლის ა პუნ­ქტით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 10-დან 20 წლამ­დე. შემ­თხვე­ვა რუს­თავ­ში, ახ­მე­ტე­ლის 4 ნო­მერ­ში მოხ­და, სა­დაც დამ­ნა­შა­ვე დედ­-მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და მე­ოთხე სარ­თულ­ზე. ამა­ვე კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და მი­სი და, სი­ძე და სა­მი დის­შვი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პირ­ვე­ლად სწო­რედ სი­ძემ იპო­ვა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს გა­სა­უბ­რე­ბო­და, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებ­მა უა­რი გა­ნაცხ­ა­დეს, ბრალ­დე­ბუ­ლის დამ თქვა, რომ მან არ იცის მი­ზე­ზი, რის გა­მოც მის­მა ძმამ მშობ­ლე­ბი და­ხო­ცა: "სამ გარ­დაც­ვლილს ვგლო­ვობთ, არ გვინ­და არა­ნა­ი­რი ინ­ტერ­ვი­უ, რა გე­ლა­პა­რა­კოთ ან რა უნ­და გა­და­ი­ღოთ, მკვდა­რი დედ­-მა­მა?"

მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბად­რი შ. ბავ­შვო­ბა­ში ვე­ლო­სი­პე­დი­დან გა­და­ვარ­და, თა­ვი და­არ­ტყა და ტრავ­მა მი­ი­ღო. ის ეპი­ლეფ­სი­ით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ხში­რად ჰქონ­და შე­ტე­ვე­ბი, ბო­ლო დროს სამ­ჯერ სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა. ბად­რის არა­სო­დეს ჰყო­ლია ოჯა­ხი, მას და მის მშობ­ლებს სი­ძე და და ეხ­მა­რე­ბო­დნენ. ისი­ნი ერთ სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა სარ­თულ­ზე და ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ერ­თ-ერ­თი ვერ­სი­ით, ბად­რის მშობ­ლებს სურ­დათ ბი­ნა ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და სწო­რედ ეს გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. მე­ზობ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ბად­რი შ-მ თავ­და­პირ­ვე­ლად ავად­მყოფ მა­მას მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა და ამის შემ­დეგ მოკ­ლა დე­და.

ფრი­დონ ნა­თე­ნა­ძე, მე­ზო­ბე­ლი:

- ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ბად­რი, ად­რე ეკ­ლე­სი­ა­ში ხში­რად და­დი­ო­და, მაგ­რამ ბო­ლოს იქ აღარ მი­ნა­ხავს. ერ­თხელ შემ­ხვდა და ვკითხ­ე, ეკ­ლე­სი­ა­ში რა­ტომ აღარ და­დი­ხარ­-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე და ვერ ვა­ხერ­ხე­ბო. მაგ­რამ სად მუ­შა­ობ­და, არ უთ­ქვამს. მშობ­ლებს რომ კა­ცი და­ხო­ცავს, იმა­ზე კარ­გი რო­გორ უნ­და თქვა, მაგ­რამ არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბი­ჭი იყო. მა­თი ოჯა­ხი­დან ჩხუ­ბის ხმა არას­დროს გა­მო­სუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბის ბრა­ლი­ა, ეს შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა რომ ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა არ გა­მი­გი­ა, ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბულს ასეთი რამ ჩა­ე­დი­ნოს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­და ჰყავ­და, მთე­ლი ეზო პა­ტივს სცემ­და მათ ოჯახს.

- ბად­რი არ­სად მუ­შა­ობ­და?

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. ჩვენს ეზო­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იყო მო­სუ­ლი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი, ბად­რის დე­და და­ე­ლა­პა­რა­კა, ბა­ტონ ზვი­ადს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და უთხ­რა, ჩვენ­თან მო­დი­ო. დე­დამ მი­იყ­ვა­ნა ბად­რი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". ამ­ბო­ბენ, რომ ბო­ლო ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 წიგ­ნი წა­ი­კითხ­ა. ახ­ლა არ­კვე­ვენ, რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა წა­ი­კითხ­ა, იქ­ნებ ამის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი რო­გორ უნ­და დახოცო, რაც არ უნ­და წა­ი­კითხ­ო?

მი­შა აბ­რა­მიშ­ვი­ლი, მე­ზო­ბე­ლი:

- ბად­რის პა­ტა­რა დის­შვი­ლე­ბი ჰყავს, ბავ­შვე­ბი ხშირად ადი­ოდ­ნენ ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან, კარ­გი ოჯა­ხი იყო. სა­ღა­მოს პა­ტა­რა გო­გო­ნა ავი­და მათ­თან და ბი­ძამ გა­მო­აგ­დო, რო­ცა ბავ­შვი შინ დაბ­რუნ­და, თქვა, რომ სის­ხლი და­ი­ნა­ხა. ამის შემ­დეგ მი­სი 15 წლის ძმა ავი­და. ბად­რიმ ბი­ჭი და­ი­ჭი­რა, ხე­ლე­ბი მოხ­ვი­ა, თურ­მე და­ნა ეჭი­რა ხელ­ში და ბავ­შვის მოკ­ვლაც უნ­დო­და, მაგ­რამ ბი­ჭი გა­მო­ექ­ცა. მა­შინ მხო­ლოდ მა­მა ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი. ამის შემ­დეგ მოკ­ლა დე­და. ეს არის ის, რაც ვი­ცი, მაგ­რამ ზუს­ტად რა მოხ­და, არა­ვინ იცის… ბო­ლო ერ­თი თვე შეშ­ლი­ლი სა­ხით და­დი­ო­და, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი იყო, წამ­ლებს რომ ყი­დუ­ლობ­დნენ, თურ­მე არ სვამ­და, ეგ კი არა­და, ჩუ­მად სას­მელ­საც ეტა­ნე­ბო­და. ხში­რად ემარ­თე­ბო­და შე­ტე­ვა, სა­ნამ სა­კუ­თარ მშობ­ლებს და­ხო­ცავ­და, სა­მი დღით ად­რე ეზო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი, დო­მი­ნოს ვთა­მა­შობ­დით. უც­ბად და­ე­ცა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ხში­რად ემარ­თე­ბო­და ასე. ავად­მყო­ფი ბი­ჭი იყო და ამი­ტო­მაც გა­ა­კე­თა ეს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ