მაგდა ანიკაშვილი - "პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში"

მაგდა ანიკაშვილი - "პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში"

დიდი ხანია, რაც პრესასთან აქტიურად აღარ თანამშრომლობს, არც პირად ცხოვრებაზე უყვარს საუბარი. მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა. მისი პერსონა არასოდეს იწვევდა გაღიზიანებას და არც სკანდალებით გამოირჩეოდა. მაგდაზე საზოგადოება განსაკუთრებულად მას შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენის შემდეგ მეუღლეს, დათო გოგოლაშვილს დაშორდა. ამჯერად ინტერვიუ პოლიტიკურ თემებზე ჩავწერეთ, თუმცა საუბრის ბოლოს პირადსაც ვერ ავცდით.

- მაგდა, დღეს რას საქმიანობთ?

- "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" წევრი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ პარტია აღარ არის აქტიურ პოლიტიკაში, ის საკითხები, რაზეც მე ვმუშაობდი, არსად გამქრალა. მძიმე საარჩევნო კამპანიის შემდეგ ყველამ დავისვენეთ. ახალ წლამდე ტელევიზორსაც არ ვრთავდით. როდესაც შრომის კოდექსი გამოქვეყნდა, იქ არაფერი იყო ნათქვამი დეკრეტულ შვებულებაზე, რაზეც ყველაზე აქტიურად ვმუშაობ. ამ თემაზე ჟურნალისტებმაც დამირეკეს, უბრალო მოქალაქეებმაც და ისევ ჩავერთე ამ პროცესში. სულ არ ვფიქრობ, რომ რადგან საპარლამენტო ბარიერი ვერ გადავლახეთ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ინიციატივებზე. ისიც ცხადია, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მედიის მეინსტრიმში ვეღარ ხვდები (იღიმება), თორემ პრესკონფერენციებით, სოციალური ქსელით, საგაზეთო პუბლიკაციებით ყოველთვის ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ამომრჩევლებს. იმედი მაქვს, პოლიტიკური ბრძოლა აღარ იქნება მთავარი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და წინა პლანზე ადამიანი და მისი პრობლემები წამოიწევს.

- ინგა გრიგოლია, რომელიც თქვენი პარტიის წევრი იყო არჩევნებამდე, დღეს პოლიტიკაში წასვლას ნანობს. თქვენ არ გინანიათ ეს გადაწყვეტილება?

- ინგა გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე მე მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი სფერო იყო ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ეს არ იყო ისეთი მწვავე საკითხები და ვიღაცებში აგრესიას არ იწვევდა, როგორც ინგას შემთხვევაში. ინგა მაინც ყოველთვის წინა პლანზე იყო, ძალიან ძლიერი ადამიანია. მახსოვს, წინასაარჩევნო კამპანია მართლაც უმძიმესი იყო მისთვის. ჩვენ არ ვერიდებით მის გადაწყვეტილებაზე საუბარს, თავადაც არაერთხელ ულაპარაკია. ეს იყო ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება, ბოლო პერიოდში მასზე განხორციელებული არაადამიანური ზეწოლის შედეგი. ეს იყო მუქარები, სოციალურ ქსელში მიწერილი შემაძრწუნებელი ტექსტები. ის იმდენად ემოციურია, ცოცხალი და იმდენად შედის კონტაქტში საზოგადოებასთან, რომ დარტყმა პირდაპირ მასზე წამოვიდა. მე პირიქით მადლიერი ვარ, როგორც აეწყო პოლიტიკაში ჩემი გზა.

- თქვენი პერსონა აგრესიას არ იწ­ვევდა არც ერთ პოლიტიკურ მხარეში.

- ჩემი ხასიათიდან და ტემპერამენტიდან გამომდინარე, ისეთი სფერო ავირჩიე, რომელიც ასევე არ იწვევდა აგრესიას, თორემ არ ყოფილა საკითხი, რაზეც თამამად არ მილაპარაკია. არ მახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან აგრესია ყოფილიყო.

- ქალბატონებისადმი აგრესიით ახალი პარლამენტიც გამოირჩევა.

- როდესაც საპარლამენტო სხდომებს ვუყურებ, ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, იქ რომ არ ვარ. ადამიანურად ძალიან მძიმეა საჯარო შეურაცხყოფა მაშინ, როდესაც პირისპირაც მძიმე ასატანია.

- გკითხეთ, ხომ არ გინანიათ პოლიტიკაში წასვლა.

- არა, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო წლები გავატარე. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და დიდი გამოცდილება დავაგროვე. მიმაჩნია, რომ ეს წლები იმდენად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ეს გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას, სხვაგან წავიდე.

- ნებისმიერი პარტიისთვის ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი კარგი მონაპოვარია. არ გქონიათ შეთავაზება სხვა პოლიტიკური პარტიებიდან?

- ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უშედეგო იქნებოდა. მე შემთხვევით არ მოვხვედრილვარ ამ პარტიაში. ჩემი პოლიტიკაში ყოფნა ამ გუნდთან ასოცირდება. თუ აქ აღარ ვიქნები, მაშინ პოლიტიკიდანაც წავალ.

- საინტერესო იქნება თქვენი შეფასება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე. რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის?

- საინტერესო პროცესია, რასაც მე მგონი, არავინ ელოდა, როდესაც არჩევნებზე მიდიოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი - რჩება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება. უმრავლესობამ თქვა არა. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ გატარდა და მივიღეთ ეს უცნაური სიტყვა - კოაბიტაცია, რომელიც თავიდან ირონიის საგანი იყო და შემდეგ ჩვეულებრივ დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სწორია, როდესაც ქვეყანაში ყოფილი სახელისუფლებო გუნდი პარტიად რჩება, მაგრამ ჩვენ ვისმენდით, რომ ყველას მიმართ კანონი იქნებოდა მკაცრი, ვისაც ბრალი მიუძღვოდა წინა რეჟიმის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არის დაბარებები, სერიოზული დებატები, ბრძოლა პარლამენტში, მაინც ძალიან მშვიდობიან თანაცხოვრებასთან გვაქვს საქმე. ხალხს სხვა განცდა ჰქონდა, სხვა ინფორმაცია...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია