პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა და დარწმუნებულია, რომ ახალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ერთ ხმასაც ვერ მიიღებს. ამის შესახებ მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთან" საუბარში აცხადებს.
"არ დავმალავ და რაღაც მომენტში მეც ვიქნები ამის მომხრე. დღეს რომ პარლამენტი დაიშალოს, ცხადია, ხვალ და ზეგ "ნაციონალური მოძრაობა" ვერც ერთ ხმას ვერ მოიპოვებს, არანაირი შანსი მათ პარლამენტში მოხვედრისა არ აქვთ. ეს ძალა ისევე გაქრება, როგორც თავის დროზე "მოქკავშირი" გაქრა.
სიმართლე გითხრა, მეც ძალიან მიჭირს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ჯდომა, რომლებსაც, რატომღაც, ოპოზიციას უწოდებენ. არადა, ეს არ არის ოპოზიცია. ვიმეორებ - მე 4 წელი ძალიან გამიჭირდება ამ ხალხთან მუშაობა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.