სიკვდილმისჯილი პატიმარი ქუთაისის ციხეში - სოზარ სუბარი მსჯავრდებულის "კურიოზულ" ისტორიაზე

სიკვდილმისჯილი პატიმარი ქუთაისის ციხეში - სოზარ სუბარი მსჯავრდებულის "კურიოზულ" ისტორიაზე

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ემას შოუ" შაბათს, 1 ივნისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, სოზარ სუბარს უმასპინძლებს. მინისტრმა გადაცემის ჩაწერაზე ერთადერთი სიკვდილმისჯილი პატიმრის ისტორია გაიხსენა, რომელიც ამჟამად სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდის. პატიმარს განაჩენი 90-იან წლებში გამოუტანეს, რის შემდეგაც მან გაქცევა მოახერხა და ის მხოლოდ ახლა დააპატიმრეს. შესაბამისად, სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ ძალაშია.

მინისტრის განცხადებით, უზენაესი სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე: "წინასწარ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ განაჩენი ძალაში არ დარჩება ამ ფორმით. რამდენ წელს მიუსჯიან მსჯავრდებულს, ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა", - აღნიშნა სუბარმა საუბრისას.

თამამი კითხვები, გულახდილი პასუხები, წამყვანი და სტუმარი ერთმანეთის პირისპირ, სრული თავისუფლება თემის არჩევაში - უყურეთ ყოველ შაბათს, 19:30-ზე "ემას შოუს"-ს "პალიტრა TV"-ზე!

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ