ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია"

ვანო მერაბიშვილი: "ვამაყობ, რომ ვარ პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამაყობს, რომ არის პირველი პრემიერი, რომელიც დაკავებულია . როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მერაბიშვილმა განაცხადა, მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სიმტკიცე პატიმრობაში დაამტკიცოს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ადვოკატებთან ერთად შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.

"შემთხვევითი არ არის ჩემი დაკავება 26 მაისის საქმეზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქციაზე დაღუპულთა მკვლელი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებულია. ეს არის ივა ჩიღვინაძე. შემთხვევითი არ არის ჩემი პატიმრობა მაშინ, როცა ჩემს მიერ დაჭერილი ყველა "კანონიერი ქურდი", ყაჩაღი და რუსეთის ჯაშუში გათავისუფლებულია ამ რეჟიმის მიერ. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ მე, როგორც მათთან მებრძოლი, ვიჯდე ციხეში", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკან წასვლას ორ წელიწადში ისედაც აპირებდა, რადგან ჩათვალა, რომ ერთი ადამიანისთვის საკმარისი იყო, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა - "ვარდების რევოლუცია", "კანონიერი ქურდების" მოსპობა, ჯაშუშების დაკავება, ახალი პოლიციისა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ახალი ქალაქების აშენება ბათუმისა და ანაკლიის სახით.

ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა ყველას, ვისი მიმართადაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ვინც გადახვეწილია, რადგან დაპატიმრება ემუქრება და მერაბიშვილის გამო "დიდ ზეწოლას განიცდის".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ