თენგიზ არჩვაძე - რუსებს ორას მეტრს კი არ უნდა ვედავოთ, უნდა ვუთხრათ საერთოდ წაეთრენ!

თენგიზ არჩვაძე - რუსებს ორას მეტრს კი არ უნდა ვედავოთ, უნდა ვუთხრათ საერთოდ წაეთრენ!

რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის "გადმოჩოჩებას" პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ეხმაურებიან. "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საუბრისას ღვაწლმოსილი ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე აღშფოთებას ვერ მალავდა...

თენგიზ არჩვაძე:

- საზღვარი კი არ გადმოწიეს, სამაჩაბლოს ერთი გოჯი მიწა არ ეკუთვნის არავის, საქართველოს გარდა, ბატონო. რომ ამბობთ, საზღვარი გადმოწიესო - მაგათი იყო ოდესმე, დაკანონებულია ვინმესგან, თუ რას გულისხმობთ, რას ნიშნავს - გადმოწიეს?! ახლა მთელი სამაჩაბლოს ნაცვლად, ას მეტრს ედავებიან? - ოკუპანტების ფეხი სამაჩაბლოში საერთოდ არ უნდა იყოს, იმ სახით, როგორც ახლა ისინი იქ ბრძანდებიან. ახლა მოიწევენ და სულ ასე თანდათან ახლოს მოჩოჩდებიან, თუ თავშივე არ იქნა აღკვეთილი მაგათი უმსგავსობა. ასი მეტრი გადმოწიესო და ახლა უნდა გვქონდეს ხომ მძაფრი რეაქცია და ვაი-უშველებელი?! - ასი მეტრის იქეთ რაც არის, იმის ფლობის უფლება როდის მერე აქვთ, მაგათი მამა-პაპის მემკვიდრეობაა თუ რა?!...

- რაც ხდება სამაჩაბლოში ზოგი წინა ხელისუფლებას აბრალებს, ზოგი დღევანდელს... თქვენ რას იტყოდით?

- მე არცერთი ხელისუფლება არ მწამს, ვინც საერთოდ ასეთი რამ დაუშვა. წინა ხელისუფლებამ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ფეშქაშად მიართვა რუსეთს. იმ სახელმწიფოს, რომელსაც დღეს ას მეტრს ედავებიან და უკიჟინებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია