მეთიუ ბრაიზა: "სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი"

მეთიუ ბრაიზა: "სააკაშვილი შიშობდა, რომ მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი"

პოლონური გაზეთი "ვიბორჩა" ამერიკელ დიპლომატთან, მეთიუ ბრაიზასთან ინტერვიუს აქვეყნებს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბრაიზას სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტი ეკავა და უშუალოდ მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. "ვიბორჩასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მეთიუ ბრაიზა სწორედ ომის ხელახლა გამოძიების საკითხზე საუბრობს.

"ომის დროს უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პირველი პირების თბილისში ვიზიტს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამ დროისთვის რუსული ტანკები უკვე შეჩერებულნი იყვნენ. ისინი პრეზიდენტ ბუშის შთამბეჭდავმა გამოსვლამ შეაჩერა" - აცხადებს ბრაიზა.

- ღირს კი დღეს აგვისტოს ომის საკითხს დავუბრუნდეთ, მას სხვანაირი თვალით შევხედოთ?

- ეს საქართველოს ისტორიაში უკიდურესად მნიშვნელოვანი მომენტია, ასე რომ არ მიკვირს, რომ ქართველებს სურთ, კიდევ ერთხელ გადახედონ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პოლიტიკური მოტივები ამ წამოწყებას, ეს უკვე სხვა საკითხია, რომელზეც მე პასუხს ვერ გაგცემთ.

- პრემიერმა ივანიშვილმა რამდენჯერმე დაადანაშაულა სააკაშვილი ომის პროვოცირებაში. თქვენ ამ მოვლენების უშუალო მოწმე იყავით - არის თუ არა პრემიერის ბრალდება საფუძვლიანი? პირველი ნაბიჯი მართლაც სააკაშვილმა გადადგა?

- არა. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსეთმა წამოაგო პროვოკაციაზე სააკაშვილი. სწორედ რუსულმა მხარემ ისროლა პირველად და დაავალა ოსებს - ესროლათ. საქართველომაც უპასუხა, მაგრამ ძალიან ღრმად შეტოპა - რუსებს კი სწორედ ეს უნდოდათ.

სააკაშვილის შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მან არ დაუჯერა მეგობრებს, რომლებიც მას ეუბნებოდნენ: თუ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში შემოჭრას აპირებენ, თავდაცვითი პოზიციები დაიკავეთ, იმიტომ რომ თუ ეს მართლა მოხდება, თქვენ რუსებს ვერ შეაჩერებთ. თუ მათ პროვოკაციაზე წამოეგებით, ისინი იტყვიან, რომ ეს თქვენ წამოიწყეთ." სწორედ ასე მოხდა ყველაფერი.

- როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა არ დაუჯერა თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეებს? 2008 წლის თბილისში ჩამოსული იყო სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, მანამდე კი თავად პრეზიდენტი ბუში ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში.

- სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ თუ რუსულ პროვოკაციას პასუხს არ გასცემდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ დაიცავდა, მას მშიშარად ჩათვლიდნენ - ისტორიაში შევიდოდა, როგორც ლაჩარი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელმაც არ შეასრულა საკუთარი ვალი. იმასაც ვფიქრობ, რომ მას გარემოცვაც მცდარ რჩევებს აძლევდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა