როენა ხუცურაულს ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი და გამოსაცდელი ვადა შეეფარდა

როენა ხუცურაულს ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი და გამოსაცდელი ვადა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რესტორან "შემოიხედეს" მეპატრონე როენა ხუცურაულს 40 000 ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი ორწლიანი გამოსაცდელი დროით შეუფარდა.

როენა ხუცურაულს სისხლის სამართლის კოდექსის 254 -ე მუხლით ედება ბრალი, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობას გულისხმობს.

საპროცესო შეთანხმება პროკურატურას, მსჯავრდებულ როენა ხუცურაულსა და მის ადვოკატს, გელა კობახიძეს შორის გაფორმდა.

როენა ხუცურაული ანალოგიური ბრალდებით 2007 წელსაც დააპატიმრეს და მან საპატიმრო 2010 წელს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ