ონიშენკო - ბორჯომი ის აღარ არის, რაც იყო, ღვინოს კი "კოშმარულად" აკეთებთ!

ონიშენკო - ბორჯომი ის აღარ არის, რაც იყო, ღვინოს კი "კოშმარულად" აკეთებთ!

რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, რუსულ ბაზარზე დაბრუნებული ბორჯომი ახლოსაც ვერ მივა იმ ლეგენდარულ მინერალურ წყალთან, რომელსაც საბჭოთა პერიოდში აწარმოებდნენ. ონიშენკოს აზრით, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში აღარ არიან მინერალური წყლების სპეციალისტები, რომლებმაც "ცოცხალი წყლის თითოეული კაპრიზი იცოდნენ", მათი ადგილი კი დაბალკვალიფიციურმა ტექნოლოგებმა დაიკავეს.

რაც შეეხება ღვინოს, ონიშენკომ ისიც დაიჩივლა, რომ ღვინის წარმოების ქართული წესი უბრალოდ, "კოშმარია". "ყურძენი რომ შემოჰქონდეთ,მე თვითონ გადმოვიტანდი საზღვარზე, მაგრამ ისინი ყურძენს აფუჭებენ და ღვინო შემოაქვთ. ყურძენი წმინდა პროდუქტია, რომელსაც ხოტბას ასხამდა როგორც ქრისტიანული, ისე წარმართული სამყარო, ქართველები კი მისგან ალკოჰოლურ სასმელს - ღვინოს აკეთებენ. ქართული ყურძენი რუსეთში არ გამოჩნდება, ნუ ელით." - ასეთი კომენტარი რუსეთის მთავარმა სანიტარმა სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბრისას გააკეთა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ონიშენკო აცხადებს, რომ იგი მაინც კმაყოფილია, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარს უბრუნდება: მილიონი ცალი უკვე შევისყიდეთ, ეს უკვე ტექნიკის საქმეა - განაცხადა მან.

მომზადებულია Interfax-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა