"ალ­-ქა­ი­დამ" სა­ქარ­თვე­ლო გა­აფ­რთხი­ლა"

"ალ­-ქა­ი­დამ" სა­ქარ­თვე­ლო გა­აფ­რთხი­ლა"

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა და რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მი­სა და ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს ქმნის", - ნათ­ქვა­მია "თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვის" დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ხე­ლი უკ­ვე მო­ა­წე­რა. ქვე­თავ­ში, რო­მე­ლიც ტე­რო­რიზ­მსა და ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს შე­ე­ხე­ბა, ნათ­ქვა­მი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რთხის წი­ნა­შე დგას. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ლა­პა­რა­კია კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და კი­ბე­რუ­საფ­რთხო­ე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ აღნიშნული კონ­ფლიქ­ტე­ბი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე.

შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვე­გო, რას ფიქ­რო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ საფ­რთხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბად­რი ნაჭყ­ე­ბი­ა, ტე­რო­რიზ­მი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ არ­სე­ბობს ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მსოფ­ლიო ტე­რო­რიზ­მი. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სე­რი­ო­ზულ საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ობს ავ­ღა­ნეთ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ კო­ა­ლი­ცი­ა­ში. ორი კვი­რის წინ ავ­ღა­ნეთ­ში მოხ­და სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­დას­ხმა ჩვენს გარ­ნი­ზონ­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გაფ­რთხი­ლე­ბა არა მარ­ტო ავ­ღა­ნე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის, არა­მედ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­-ქა­ი­დას" მხრი­დან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შენ სე­რი­ო­ზუ­ლად ხარ მი­ზან­ში ამო­ღე­ბუ­ლი და ხვალ შე­იძ­ლე­ბა თავ­დას­ხმა მოხ­დეს არა მარ­ტო ავ­ღა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ უკ­ვე თბი­ლის­ში, მცხე­თა­სა და ქუ­თა­ის­ში. ამის სა­შიშ­რო­ე­ბა, რა თქმა უნ­და, არსებობს, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო არის ტრან­ზი­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა, აქ ცხოვ­რობს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­გორც ში­ი­ტე­ბი, ასე­ვე - სუ­ნი­ტე­ბი, არის საკ­მა­ოდ ბევ­რი ემიგ­რან­ტი სი­რი­ა-­ლი­ბა­ნი­-ი­რა­ნი­დან და არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში მსოფ­ლი­ოს ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და­საყ­რდე­ნი ძა­ლა აქ იპო­ვონ. ტე­რაქ­ტის ჩა­ტა­რე­ბის­თვის საკ­მა­რი­სია ძა­ლი­ან პა­ტა­რა ჯგუ­ფი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი მოჰ­ყვეს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და იზ­რუ­ნოს.

მა­მუ­კა არე­ში­ძე, ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კითხ­ებ­ში:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა ის გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ტე­რო­რიზ­მის სა­ფუძ­ვლად. ეს არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი მო­თა­მა­შის ინ­ტე­რე­სე­ბის ჭი­დი­ლი ერთ პა­ტა­რა სივ­რცე­ში - თურ­ქე­თის, რუ­სე­თისა და ირა­ნის. გარ­და ამი­სა, არის ისე­თი სუ­პერ­მო­თა­მა­შე, რო­გო­რი­ცაა აშშ და სხვ. შემ­დე­გი სა­კითხი არის რე­ლი­გი­უ­რი თე­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში და მი­მაჩ­ნი­ა, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ერ­თოდ უპატ­რო­ნოდ არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ის­ლამს, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში - სუ­ნიზ­მი, ში­იზ­მი და ვა­ჰა­ბიზ­მი. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცის და­უხ­ვე­წა­ო­ბა, საზღ­ვრე­ბის დე­მარ­კა­ცი­ის უქონ­ლო­ბა სა­მე­ზობ­ლოს­თან, და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი (მთი­ან რე­გი­ო­ნებს ვგუ­ლის­ხმობ) და სხვ.

გარ­კვე­ულ­წი­ლად, ტე­რო­რიზ­მის სა­ფუძ­ველს ქმნის კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, ავი­ღოთ თუნ­დაც ყა­რა­ბა­ღის თე­მა - თუ­კი კონ­ფლიქ­ტი გა­ნახ­ლდა, დი­დი ალ­ბა­თო­ბა­ა, რომ ტე­რო­რიზ­მის ფორ­მით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც მოხ­დეს ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს საფ­რთხის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის ბერ­კე­ტე­ბი. უმ­თავ­რე­სი კი სა­კითხ­ის ძი­რე­უ­ლი ცოდ­ნა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და სწო­რად გან­საზღ­ვრუ­ლი პო­ლი­ტი­კა­ა. სწო­რი სის­ტე­მა გა­ნა­პი­რო­ბებს ამ საფ­რთხე­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ჩე­რე­ბას, თო­რემ მი­სი მთლი­ა­ნად გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის ბერ­კე­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში არ არის. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩვენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლ ტე­რი­ტო­რი­ებთან გვა­კავ­ში­რებს პი­რო­ბი­თი საზღ­ვა­რი, რო­მე­ლიც გამ­ჭვირ­ვა­ლე­ა. გარ­და ამი­სა, ჩვენს მე­ზობ­ლებს პრინ­ცი­პუ­ლად არ უნ­დათ ჩვენ­თან სა­ხელ­მწი­ფო საზღ­ვრის დე­მარ­კა­ცი­ა. ჩემ­თვის სომ­ხე­თის პო­ზი­ცია ასე იშიფ­რე­ბა, რომ ისი­ნი ას­რუ­ლე­ბენ რუ­სე­თის დაკ­ვე­თას, ვი­ნა­ი­დან უარს ამ­ბო­ბენ საზღ­ვრის დე­მარ­კა­ცი­ა­ზე და აჭი­ა­ნუ­რე­ბენ ამ სა­კითხს.

ზა­ალ კას­რე­ლიშ­ვი­ლი, კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ცხოვ­რობს. ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, სა­ე­რო ცნო­ბი­ე­რე­ბის მუს­ლი­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბი­ა, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა მუს­ლი­მა­ნურ ქვე­ყა­ნა­ში, იქაც არი­ან რა­დი­კა­ლე­ბი, იქაც არის ვა­ჰა­ბიზ­მი და არი­ან სა­ლა­ფი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­ანთ ხალ­ხსა და ქვეყ­ნებს უქ­მნი­ან საფ­რთხეს. რე­ლი­გი­უ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ხალხს არ ინ­დობს, ჩვენ დაგ­ვინ­დობს? ტე­რო­რიზ­მის საფ­რთხე არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამას უფ­რო მე­ტად აძ­ლი­ე­რებს კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტე­ბი და ის საფ­რთხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კონ­ფლიქ­ტებ­ში არ გა­დაზ­რდი­ლა. ყვე­ლა იმ კონ­ფლიქტს, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბობს - ყა­რა­ბა­ღი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი, აფ­ხა­ზე­თი, ჩეჩ­ნე­თი, ინ­გუ­შეთ­სა და ოსეთს შო­რის კონ­ფლიქ­ტი, ამას პლუს რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის აქ­ტი­ვო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ზე აი­სა­ხოს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა. ჩვენ გვაქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც, რომ­ლებ­ზეც კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მათ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არ­სე­ბობს. ასე რომ, გარ­კვე­უ­ლი საფ­რთხე­ე­ბი, რა თქმა უნ­და, არის. უპატ­რო­ნო ეკ­ლე­სი­ას ეშ­მა­კე­ბი ეპატ­რო­ნე­ბი­ან და ის დი­დი სინ­დი­კა­ტე­ბი და ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ოს არი­ან მო­დე­ბულ­ნი, ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­თან იო­ლად პო­უ­ლო­ბენ გავ­ლე­ნე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს.

იო­სებ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ის­ლა­მუ­რი ტე­რო­რიზ­მის სა­კითხ­ებ­ში:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ერ­თ-ერ­თი დო­მი­ნან­ტი ქვე­ყა­ნა­ა, გა­მომ­დი­ნა­რე მი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან. სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ სატ­რან­სპორ­ტო ხიდს ის­ლა­მურ და იუ­დე­ურ­-ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­როს შო­რის. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა შე­საძ­ლოა გახ­დეს კულ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის გზა, მაგ­რამ აგ­რეთ­ვე სამ­ხედ­რო და ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ტე­რო­რის­ტე­ბის გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი კო­რი­დო­რი.

ჯერ კი­დევ 1996 წელს "ალ­-ქა­ი­დას" ლი­დერ­მა უსა­მა ბინ ლა­დენ­მა ჩა­უ­ყა­რა ამ იდე­ას სა­ფუძ­ვე­ლი. სწო­რედ მი­სი და კავ­კა­სი­ელ მო­ჯა­ჰედ­თა ლი­დე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით გა­დაწყ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და იმ­დრო­ინ­დე­ლი ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა იჩ­ქე­რი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის, თბი­ლი­სი­-ი­თუმ­ყა­ლე-­გროზ­ნოს მშე­ნებ­ლო­ბის დაწყ­ე­ბა. ჩეჩ­ნურ­მა მხა­რემ 1998 წლი­სათ­ვის მო­ა­ხერ­ხა გზის სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვრამ­დე მოყ­ვა­ნა, თუმ­ცა 1998 წლის სექ­ტემ­ბრი­სათ­ვის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში დაწყ­ე­ბულ­მა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­მა იდე­ის ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხე­ლი შე­უ­შა­ლეს.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, მას შემ­დეგ, რაც ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე არა­ბულ­მა ზამ­ბა­რამ აშ­კა­რად გა­მო­ა­ჩი­ნა იქ მომ­ხდა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ნამ­დვი­ლი სა­ხე, ანუ რე­გი­ო­ნის ის­ლა­მი­ზა­ცი­ა, აშ­კა­რა­ა, თუ რა ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი. ის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან მო­ჯა­ჰედ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­უწყ­ობ­და ხელს. თუმ­ცა, მო­ჯა­ჰედ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ინც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ამას ადას­ტუ­რებს ისიც, რომ სი­რი­ა­ში ბა­შარ ალ ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვა­ლი კავ­კა­სი­ე­ლი მო­ჯა­ჰე­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. სი­რი­ა­ში კონ­ფლიქ­ტი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და რო­დე­საც მო­ჯა­ჰე­დე­ბი უკან დაბ­რუ­ნე­ბას გა­დაწყ­ვე­ტენ, ისი­ნი კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ინ­დო­მე­ბენ. ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის პრობ­ლე­მა სწო­რედ ამ დროს შე­იძ­ლე­ბა და­იწყ­ოს. ერ­თი მხრივ რუ­სე­თი, რომ­ლის ინ­ტე­რე­სებ­შიც იყო სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ჯა­ჰე­დე­ბის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა, მო­ითხ­ოვს ჩვენ­გან მებ­რძოლ­თა კავ­კა­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სის აღ­კვე­თას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სცი­ლა­სა და ქა­რიბ­დას შო­რის აღ­მოჩ­ნდე­ბა - ერ­თი მხრივ მუსლიმი მებ­რძო­ლე­ბი, მე­ო­რე მხრივ რუ­სე­თი. ამას ემა­ტე­ბა თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ფაქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც უახ­ლოვ­დე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნე­ბის, სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბის ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რა­დაა მოხ­ვედ­რი­ლი. ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და ჯგუ­ფებს მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად სხვა­დას­ხვა მე­თო­დი აქვთ, რო­მელ­თა შო­რის ტე­რო­რიზ­მი, სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო ად­გილ­ზე არა­ა.

ესაუბრა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა