ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ”მედია პალიტრა” გარემოს დაცვის სამინისტროს ღონისძიებას შეუერთდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ”მედია პალიტრა” გარემოს დაცვის სამინისტროს ღონისძიებას შეუერთდა

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კუს ტბაზე გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. "მედია პალიტრა" სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა.

თბილისისა და რეგიონების ბავშვთა სახლების 70-მდე აღსაზრდელისთვის "ეკო პიკნიკი", "ეკო-დებატები" და წყლის ველოსიპედებით გასეირნება მოეწყო. კუს ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია გარემოს დაცვის საკითხებზე, "ბიბლუსისა" და "სმარტის" გმირებთან ერთად ეთამაშათ და შეჯიბრებებში მიეღოთ მონაწილეობა.

"გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე ერთი თვეა აღნიშნავს "მწვანე თვეს" და ამ ფარგლებში მოვაწყვეთ დღევანდელი დღეც. იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებისთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს", - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცეს.

"გამომცემლობა "პალიტრა L" მიესალმება გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას და ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. განსაკუთრებული თანადგომა გვინდა გამოვხატოთ მზრუნველობა მოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ. უამრავმა ბავშვმა მოიყარა დღეს აქ თავი და ჩვენ შევძელით, რომ მათთვის დღევანდელი დღე გაგვეხალისებინა. "პალიტრა მედია" ყოველთვის მზად არის ასეთ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა და თავად გახდეს მათი ინიციატორი," - აღნიშნა"პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ჯოხაძემ.

ღონისძიების მხარი დაუჭირეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია