"ქვეყანა თავზე გექცეოდეს და კარასინს მხოლოდ პურმარილზე ელაპარაკებოდე?!"

"ქვეყანა თავზე გექცეოდეს და კარასინს მხოლოდ პურმარილზე ელაპარაკებოდე?!"

საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულებს ხალისიანი განწყობა დაგვხვდა. იმის ფონზე, რაც შიდა ქართლში ხდება, ასეთი სიხალისე გვეუცნაურა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აგვიხსნა: "ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ღია კარის, "ევროპის დღე" მოვაწყვეთ. თბილისის სხვადასხვა სკოლიდან 70 მოსწავლე (მათგან 20 იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან) სამინისტროში მოვიყვანეთ. პატარები ჩავსვით ავტობუსებში, დავურიგეთ პასპორტები, რომლის ფურცლებზეც ევროკავშირის ქვეყნების ფოტოებია გამოსახული და 11 საელჩო მოვატარეთ. ეს ყველაფერი ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ჩვენც მათი განწყობა გადმოგვედო".

- რაკი მთელი კვირა შიდა ქართლში მავთულხლართების გაბმა და ადამიანების გატაცებაა უმნიშვნელოვანესი თემა, ამით დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ იმას, რაც კონფლიქტის ზონაში ხდება?

- ეს სასიამოვნო შეხვედრა ძალიან რთული კითხვით დაიწყეთ. ჩემთვის ალოგიკური და აუხსნელია, რატომ გადაწყვიტა რუსეთის ხელისუფლებამ ურთიერთობის გამწვავება მაშინ, როდესაც ვცდილობთ ურთიერთობის ნორმალიზებას. ამდენი დადებითი რამ მიდის საქართველოდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია არც აგრესიული, არც უკმეხი და არც მწვავე განცხადება რუსეთზე. ადამიანების გატაცება 2008 წლიდან ხდებოდა და მავთულხლართების გაბმაც 2011 წელს დაიწყო, მაგრამ ამან ახლა ინტენსიური ხასიათი მიიღო და მეშინია, მეტად არ გახშირდეს ასეთი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქციაც მძაფრი და მკაცრი იყო.

- მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პოლიტიკას დაადგა, იყო მათგან პოზიტიური სიგნალი, რომ ეს გამწვავება მოულოდნელად მოგეჩვენათ?

- ჩვენგან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ და ბურთი ახლა მათ მხარესაა, ისინი კი ასე გვპასუხობენ... რუსული მხარისაგან თუკი რამეს მოველოდი, მოველოდი პოზიტივს და არა ნეგატივს. ვერ ვიტყვი იმასაც, რომ იყო რაიმე სიგნალი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მომცემდა. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ნორმალიზებისთვის: იქნებოდა ეს რიტორიკა (რაც არ არის უმნიშვნელო რამ) თუ კონკრეტული შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუნდაც სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, პასუხად ურთიერთობის გამწვავებას არ ველოდი. რა თქმა უნდა, არც იმის იმედი გვქონდა, რომ რუსეთი დღეს-ხვალ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას უარყოფდა, მაგრამ ველოდით მინიმუმ მცირე, სიმბოლურ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან.

- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნორმალიზების პოლიტიკის დაწყებისთანავე აცხადებდნენ, როგორი ენითაც უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ის აგრესიულ ბუნებას და ზრახვებს არ შეიცვლისო. იქნებ რუსეთმა ჩვენი პოზიცია დათმობად ჩათვალა და უარესი გააკეთა?

- ჩვენ მათზე ნაკლებად არ ვიცით ისტორია და ის, ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ იმ ურთიერთობის ფორმამ, რაც ადრე იყო, კარგი არაფერი მოგვიტანა. მისი ალტერნატივა არის დათბობა.

როდესაც აგრესიას არ მოაქვს შედეგი, მეორე ხერხი უნდა იხმარო.

- ადმინისტრაციული საზღვრის 300 მეტრით გადმოწევის შესახებ საგარეო უწყების სხვადასხვა წარმომადგენლისაგან განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ. პაატა ზაქარეიშვილი ერთს ამბობდა, ზურაბ აბაშიძე - მეორეს, თქვენ - მესამეს. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის კოორდინაცია იყო დარღვეული.

- 22-25 კილომეტრის გასწვრივ რუსეთი სხვადასხვა სიღრმეზე შემოიჭრა. თუ იმას გულისხმობთ, რომ თითქოს მე ვთქვი, - რუსები 25 კილომეტრით შემოიჭრნენო, ასე არ ყოფილა. ჟურნალისტმა არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი. თუ იმ დალოცვილმა ის გაიგო, რომ რუსეთი 25 კილომეტრით შემოიჭრა, კითხვა როგორ არ გაუჩნდა, - ე.ი. უკვე თბილისში ყოფილან და აბა, სად არიანო?

- ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემა არ განიხილება ჩემი და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე, ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებაზეა განსახილველიო, თქვენ კი ბრძანეთ, ამ შეხვედრაზე ეს თემა თუ არ განიხილეს, აბა, სხვა რა უნდა განიხილონო. თავის მხრივ, გრიგორი კარასინმაც თქვა, ამაზე არ ვისაუბრებთო... რატომ იყო ამდენად განსხვავებული შეფასებები?

- გპირდებით, რომ მიუხედავად იმისა, რა თქვა კარასინმა, ამ თემას ზურაბ აბაშიძე დასვამს. არ მითქვამს, რომ ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დეტალურად განიხილავენ, მაგრამ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. საზოგადოდ, ეს საკითხი მართლაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშია განსახილველი, მაგრამ... დაზარალებული კარასინი არ არის, დაზარალებული ჩვენ ვართ და ვერ წარმომიდგენია, ქვეყანა თავზე მექცეოდეს, შევხვდე კარასინს, ღვინოსა და პურმარილზე ველაპარაკო და არ ვუთხრა, ბატონო გრიგორი, როდესაც დათბობასა და სიტუაციის გამოსწორებაზე ვლაპარაკობთ, ასეთ რამეს რატომ აკეთებთ? აბაშიძე მხოლოდ სპეციალური წარმომადგენელი ხომ არ არის, კაცს სამშობლოზე გული შესტკივა და როგორ შეიძლება ამაზე გაჩუმდეს?

- "ღვინისა და პურმარილის" თემაზე დღეს რუსეთის მთავარმა სანიტარმა ონიშენკომაც გამოთქვა აზრი - "ბორჯომი" დაგვიწუნა და ღვინის გასაკეთებლად "ყურძნის გაფუჭება" დაგვაბრალა....

- მე ამ ადამიანის გამოსვლებს მიღმა რაციონალური აზრის დანახვა მიჭირს და თქვენც და ქართველ საზოგადოებასაც გირჩევთ, თავი არ აიტკივოთ - როგორც იტყვიან, Take it Easy, ანუ გავატაროთ.

- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის გამო. მისი შეშფოთების მეორე მიზეზი ვანო მერაბიშვილის დაკავებაა. ევროპა, შეშფოთების გარდა, კიდევ რას აკეთებს?

- ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა იყო საფრანგეთი, როდესაც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი ხელშეკრულების დადებას შუამავლობდა. ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობას რომ ახსენებს რუსეთს აბსოლუტურად ყველა, ფაქტია, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, რუსეთმა უნდა იგრძნოს წნეხი.

- და რა რეაქცია აქვს ამ წნეხზე რუსეთს? ის ამას არც იმჩნევს.

- რუსეთის რეაქცია სხვა თემაა, მაგრამ წნეხი არ უნდა შესუსტდეს და არავის უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ მსოფლიო ოდესმე შეეგუება იმას, რაც საქართველოში ხდება. სტრატეგიას, რომ რუსეთზე არსებობდეს საერთაშორისო წნეხი, თავისი მნიშვნელობა აქვს. ეს პოლიტიკა უსათუოდ მოიტანს შედეგს.

- პრემიერმა კოსოვო ჩვენთვის მისაბაძ მაგალითად დაასახელა. ეს კონფლიქტი კი თუმცა მშვიდობიანად, მაგრამ ფაქტობრივად, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით დამთავრდა...

- როდესაც პრემიერმა კოსოვოს შემთხვევა მოიყვანა მაგალითად, იგულისხმა, რომ დაპირისპირებული მხარეებიც ახერხებენ შერიგებას. თუმცა ის დასასრული - დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, პრემიერსაც კოსოვო ამ აზრით არ დაუსახელებია. ვფიქრობ, ამგვარი "მოგვარება" მიუღებელია როგორც ჩვენთვის, ასევე მსოფლიო თანამეგობრობისთვისაც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა