გარდაცვლილი პატიმრის საქმეში რამდენიმე პირია გამოვლენილი

გარდაცვლილი პატიმრის საქმეში რამდენიმე პირია გამოვლენილი

გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმეში რამდენიმე პირია გამოვლენილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს გენინსპექციის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები სრულად გადაეცა პროკურატურას, რომელიც გამოძიებას მეთვალყურეობდა და დასკვნას სწორედ პროკურატურა მოამზადებს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, გამოძიებისას გამოვლენილი ფიგურები არიან თუ არა გეგუთის ციხის თანამშრომლები.

გარდაცვლილი პატიმარი ლევან კორტავა ფოთში 1 ივნისს დაკრძალეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ