კოდუების დედამ საკუთარი სტილისტი დააჭერინა

კოდუების დედამ საკუთარი სტილისტი დააჭერინა

გასული წელი პრესტიჟულ სილამაზის სალონებში ქურდობა-ყაჩაღობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც ძმები კოდუების დედა ლაურა ღაჭავა ხშირად დადის, სტილისტად გია სოლაშვილი მუშაობს, რომელიც მაყურებელს ია ფარულავას გადაცემა ''ყოფილი ცოლების კლუბიდან'' ახსოვს.

გადაცემაში გია სტუმრების ვარცხნილობაზე ზრუნავდა. იამ მას მეტსახელად ''ლეოპოლდი'' შეარქვა და ეთერში სწორედ ასე მოიხსენიებდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სტილისტი თავის სფეროში ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ლაურა ღაჭავა იმავე სალონში სხვა სტილისტის, რომას მომსახურებით სარგებლობდა.

ვაკეში მდებარე სილამაზის სალონი, როგორც ამბობენ, კლიენტების ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა იმ დროს, როცა სალონს კოდუების დედა სტუმრობდა, მომსახურე პერსონალის გარდა იქ არავინ იყო. როგორც სალონის პერსონალი გვიამბობს, ერთხელაც ლაურა ღაჭავამ ჯერ მანიკიური გაიკეთა, შემდეგ სტილისტის ოთახში გადაინაცვლა. ჩანთა კი ''მანიკიურშასთან'' დატოვა.

სტილისტის მომსახურების შემდეგ მომსახურე პერსონალს გასძახა, მისთვის ჩანთა მიეტანათ. ხელჩანთა მიუტანეს, ლაურამ გახსნა და ყვირილი ატეხა, რადგან საფულე აღარ დახვდა.

როგორც სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიყვება, ხან დამლაგებელზე მიიტანა ეჭვი, ხან იკითხა, კლიენტი ხომ არ იყო ვინმე, მოკლედ, ვერაფერი რომ ვერ გაარკვია, პატრული გამოიძახა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ