ამერიკელებმა ველოსიპედის ანიმირებული საბურავები შექმნეს

ამერიკელებმა ველოსიპედის ანიმირებული საბურავები შექმნეს

ამერიკულმა კომპანია MonkeyLetric-მა პროექტი Monkey Light Pro წამოიწყო, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ველომრბოლელს შეუძლია, თავის ველოსიპედს უნიკალური, ანიმირებული საბურავები დაუმონტაჟოს. ანიმაციები მოძრაობას საბურავის ტრიალთან ერთად იწყებს.

Monkey Light Pro პატარა შუქდიოდური ელემნეტების ერთობლიობაა, რომლებიც მკვეთრი და მოძრავი სურათის ილუზიას ქმნის. გარდა ამისა, ის ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, საბურავები საკუთარი დიზაინით გააფორმოს.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობას რამდენიმე სენსორი გააჩნია, რომლებიც არეგულირებენ ნახატის ხილვადობას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გაიზრდება თუ დაეცემა საბურავების ბრუნვის სისწრაფე, ანიმაციური სურათი მაინც ადვილად გასარჩევი რჩება.

მოდერნიზებული ველოსიპედის საბურავების ფასი 695-1390 აშშ დოლარია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ