რას ჰყვე­ბა ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში შე­ტა­კე­ბა­ში მო­ყვა

რას ჰყვე­ბა ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში შე­ტა­კე­ბა­ში მო­ყვა

თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი მსო­ფ­ლი­ოს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში­ა. თურ­ქე­თი ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა­ა, რე­გი­ონ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბული შტა­ტე­ბის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე და და­საყ­რდე­ნი. ასე­ვე, იქ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა შე­საძ­ლო­ა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მთელ რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე.

მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბის სა­ბა­ბი სტამ­ბო­ლის ტაქ­სი­მის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ჰე­ზი-პარ­კის ად­გი­ლას ახა­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის დაწყ­ე­ბა გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ლო­ზუნ­გე­ბი უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი გახ­და. ახ­ლა ისი­ნი უკ­ვე პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ რე­ჯებ ტა­იპ ერ­დო­ღა­ნის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ითხ­ო­ვენ. რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში სას­ტი­კად და­არ­ბი­ეს მმარ­თვე­ლი - თურ­ქე­თის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ის შე­ნო­ბე­ბი, ქა­ლაქ იზ­მირ­ში ოფი­სის აფეთ­ქე­ბაც სცა­დეს; ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია ან­ტა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ქარ­თველ ტუ­რის­ტებს შო­რის, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წელს თურ­ქეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ჩა­იშ­ლე­ბა. მი­ტინ­გე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას უკ­ვე მოკ­ლეს 2 ადა­მი­ა­ნი, და­იჭ­რა 58 სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რი და 115 პო­ლი­ცი­ე­ლი, 2000-ზე მე­ტი დე­მონ­სტრან­ტი და­ა­კა­ვეს. შე­ტა­კე­ბე­ბი­სას ქარ­თვე­ლე­ბიც და­ზა­რალ­დნენ. აი, რა უამ­ბო "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­მუ­შა­ოდ წა­სულ­მა გი­ორ­გი ალექ­სი­ძემ: "სტამ­ბოლ­ში ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ. რო­ცა არე­უ­ლო­ბა და­იწყ­ო, ჩვე­ნი მა­ღა­ზია და­ი­კე­ტა. თურ­ქმა მე­გო­ბარ­მა დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე გა­ყო­ლა შე­მომ­თა­ვა­ზა, რო­მე­ლიც ბე­შიქ­თა­შის რა­ონ­ში იგეგ­მე­ბო­და. მის­ვლი­სას და­ვი­ნა­ხე, რომ დე­მონ­სტრან­ტებს ბა­რი­კა­დე­ბი ჰქონ­დათ აღ­მარ­თუ­ლი; მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა, იქა­უ­რო­ბა კვამ­ლით გა­ივ­სო, სპეც­რაზ­მი გა­ზის ტყვი­ებს გვეს­რო­და, წყლის ჭავ­ლი­თა და ხელ­კე­ტე­ბით გვარ­ბევ­დნენ, ხალ­ხმა პო­ლი­ცი­ე­ლებს ბოთ­ლე­ბი, ქვა და რკი­ნა და­უ­ში­ნა; თავ­ში ძლი­ე­რი დარ­ტყმა ვიგ­რძე­ნი, თუმ­ცა, გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს და ერ­თ-ერთ სა­დარ­ბა­ზოს ძლივს შე­ვა­ფა­რე თა­ვი".

ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­შავ­და 19 წლის ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტიც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ერ­თ-ერ­თ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ის მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე არ ყო­ფი­ლა, შემ­თხვე­ვით და­შავ­და.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია