ლევან ბერძენიშვილი - მერაბიშვილს 80 წიგნს შევურჩევდი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ

ლევან ბერძენიშვილი - მერაბიშვილს 80 წიგნს შევურჩევდი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ

დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ვანო მერაბიშვილის ტელევიზორი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იგი გამოეხმაურა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის. ბერძენიშვილი იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას, რომ სტატია დაიწერა ისე, რომ გამოცემას საქართველოში ვითარების შესასწავლად ჟურნალისტი არ გამოუგზავნია.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრესა თავისუფალია, ამიტომ როდესაც "ვაშინგტონ პოსტში" იბეჭდება ერთი ტიპის სტატია, სხვა ტიპის სტატია იბეჭდება "უფრო მნიშვნელოვან" გამოცემა "ფორბსში". "იქაც არის პოლიტიკური გემოვნება", - დასძინა ბერძენიშვილმა.

"საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, ეს იყო სააკაშვილის ლობისტების ნამუშევარი, აბა სხვა რა უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოცემა "ვაშინგტონ პოსტს" ახსენებს, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მაშინ წავიდა, როდესაც ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და მათიას იორშმა "ცოცხალმკვდარი სულხან მოლაშვილი მოინახულა".

"მაშინ "ვაშინგტონ პოსტს" არ დაუწერია, რომ საქართველოში დემოკრატიას პრობლემები აქვს. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ვანო მერაბიშვილის ტელევიზორი. ეს არის ძალიან სერიოზული ნიშანი, სად წავიდა საქართველოში დემოკრატია, წინ თუ უკან", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი იმდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მან 80 წიგნის შეგზავნა მოითხოვა.

"მე სპეციალისტი ვარ წიგნების კითხვის სფეროში, 80 წიგნი სწორად მოითხოვა, იმიტომ რომ მისი კითხვის ტემპი რაც ვიცით, 80 წიგნისთვის დასჭირდება ის დრო, რომელიც მას ექნება მოსაფიქრებლად. ჩვენი ძველი მეგობრობა რომ გაეთვალისწინებინა, მე შევურჩევდი 80 წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ზიხარ", - განაცხდა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა