პრემიერმა საკუთარი გუნდის წევრებს "პრეზიდენტის ვოიაჟებით" დაინტერესება დაავალა

პრემიერმა საკუთარი გუნდის წევრებს "პრეზიდენტის ვოიაჟებით" დაინტერესება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა საკუთარი გუნდის წევრებს უშიშროების საბჭოზე "პრეზიდენტის ვოიაჟებით დაინტერესება დაავალა". როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაისმება კითხვები მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობასა და "მიღწეულ წარმატებებთან" დაკავშირებით.

"უსუფაშვილს დავავალე, შეეკრიბა ყველა, ვინც დღეს სხდომაზე ჩვენგან მივა და ყველას მოეთხოვა ინფორმაცია, თუ რა ვოიაჟებში დადის პრეზიდენტი. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს უშიშროების საბჭოს მაინც ეცოდინება, რომ ხალხისთვის დამალული არ იყოს. ჩემს შეკითხვას პრეზიდენტს უშიშროების საბჭოზე დაუსვამენ - კეთილი ინებონ და მოახსენონ ხალხს, სად დადის პრეზიდენტი, რას აკეთებს, რა წარმატებებს მიაღწია, როგორ ზრუნავს ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა.

ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ ესწრება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ და გუშინწინ ისეთი არაფერი მომხდარა, რის გამოც უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა გახდებოდა საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა