თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება

თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება

ჩვენ მოვდივართ საქართველოში, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!, - ასეთ მუქარას შეიცავს YouTube-ზე გავრცელებული ვიდეო-მიმართვა სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო YouTube-ზე 2 ივნისს მომხმარებელმა Hammad Zaman-მა ატვირთა.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ვიდეოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გარდა, ნაჩვენებია ასევე როგორ მსახურობენ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები, როგორ ხორციელდება ტერაქტები.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში ყოველ ქართველს ელის და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.

მომხმარებელ Hammad Zaman-ს YouTube-ზე ატვირთული აქვს ასევე რამდენიმე კვირის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საქართველოში ჩამოსვენების ცერემონიის ამსახველი ვიდეო კადრები. კადრებში ჩანს, როგორც ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მომხმარებელს YouTube-ზე სულ ექვსი ვიდეო აქვს ატვირთული.

თავდაპირველად "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰაზარა მუსტაფამ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს ლინკი "პალიტრა TV"-ს ფეისბუქის გვერდზე, ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარში დადო. აღსანიშნავია, რომ ლინკის დადებიდან 20 წუთში მან "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა.

მინდია აფციაური

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა