სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე "პრობ­ლე­მუ­რი" რა­ი­ო­ნე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე "პრობ­ლე­მუ­რი" რა­ი­ო­ნე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ თბი­ლი­სი არ არის და რე­გი­ო­ნებ­ში თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მოს­წორ­და, ვერც ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა რა­ი­ონ­ში­ა, თუმ­ცა შე­ვე­ცა­დეთ მათ­გან ის ათე­უ­ლი გა­მოგ­ვე­ყო, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ეს თა­ვი­სე­ბუ­რი რე­ი­ტინ­გი ექ­სპერ­ტებ­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ვად­გი­ნეთ.

1. ცა­გე­რი. "ეს მეწყ­რუ­ლი ზო­ნა­ა, 1200 ოჯა­ხის საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­სან­გრე­ვი და თა­ვი­დან ასა­შე­ნე­ბე­ლი­ა. ეს კი დიდ თან­ხებს მო­ითხ­ოვს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი ხომ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა­ა. ამი­ს პერ­სპექ­ტი­ვაც კი არ არ­სე­ბობს. ცენ­ტრა­ლუ­რი გზის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის სრულ­დე­ბა, ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ გვაქვს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, რაც ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­წუ­ხებს. ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მი­სას­ვლე­ლი გზა ზამ­თარ­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, ეს კი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა."

"უწყ­ლ­ო­ბა და გამ­რიცხ­ვე­ლი­ა­ნე­ბის სა­კითხი სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი­ა.­ მო­სახ­ლე­ო­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გარ­და, ზედ­მეტ თან­ხასაც იხ­დის. თან­ხის გა­დახ­და კი არა­ვის სურს. რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი აქვს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხი­ლის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ერ­თი ქარ­ხა­ნა აშენ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­საქ­მდე­ბი­ან და რა­ი­ო­ნი­დან წას­ვლა­საც აღარ მო­ი­სურ­ვე­ბენ."

2. ყაზ­ბე­გი. ყაზ­ბე­გე­ლებ­საც უგ­ზო­ო­ბა, უწყ­ლო­ბა და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა აწუ­ხებთ. "გზე­ბი რა­ი­ო­ნის­თვის დი­დი პრობ­ლე­მა­ა. დაწყ­ე­ბუ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი, ში­და გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ყაზ­ბე­გი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერ­თ-ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მაც მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი­ა, დაწყ­ე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მის შეც­ვლა". ცნო­ბი­ლი­ა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რა­ი­ო­ნის სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბას გეგ­მავს სნოს ხე­ო­ბი­დან, რაც წყლის პრობ­ლე­მას სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოფ­ხვრის. პრო­ექ­ტი მზა­და­ა. თუმ­ცა მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დი­დი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო. მიგ­რა­ცია ერ­თ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ყვე­ლა რა­ი­ო­ნის­თვის. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ყაზ­ბე­გი­ა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყაზ­ბეგ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, იგეგ­მე­ბა ფერ­მე­ბის მოწყ­ო­ბა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქ­მდე­ბა. იგეგ­მე­ბა გვი­რა­ბე­ბი­სა და ელექ­ტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შე­უქ­მნის ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას.

3. ას­პინ­ძა. "გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა, სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყა­ლი, და­საქ­მე­ბა - ჩვენს პრობ­ლე­მებს რა ჩა­მოთ­ვლის. სას­მე­ლი წყა­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა, სარ­წყა­ვი წყლის არარ­სე­ბობის გა­მო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ წყალს ბა­ღე­ბის მო­სარ­წყა­ვად იყე­ნებს, რაც პრობ­ლე­მას ქმნის. ხალ­ხმა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ და­რი­გე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რე­ბი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. გვამ­შვი­დე­ბენ, ვა­უ­ჩე­რებს ვა­და აგ­ვის­ტომ­დე აქვს, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლას და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ და მი­წას და­ვუხ­ნავ­თო. რაც შე­ე­ხე­ბა გზას, სოფ­ლის გზე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ას­ფალ­ტდა, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი მა­ინ­ცა­ა. მა­ღალ­მთიან სოფ­ლებს ზამ­თრის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან უჭირთ, მო­სახ­ლე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, შე­შით თბე­ბა. იჩე­ხე­ბა ტყე­ე­ბი, ახა­ლი ტყის მა­სი­ვე­ბის გაზ­რდას კი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სო­ფელ ხი­ზა­ბავ­რა­სა და სა­როს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი მი­ეწო­დე­ბო­და. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ კი ამ სოფ­ლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შეწყ­და. მი­ზე­ზი ვერ და­ვად­გი­ნეთ."

4. ამ­ბრო­ლა­უ­რი. რა­ი­ონს ში­და გზე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს. ამ პრობ­ლე­მით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნი სხვა რა­ი­ო­ნებს შო­რის ნამ­დვი­ლად ლი­დე­რობს.

5. ლან­ჩხუ­თი. რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნი­ეს, რომ ლან­ჩხუ­თის­თვის უმ­თავ­რე­სი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ყო­ფი­ლა, რად­გან "გუ­რი­ა" უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რა­ი­ონ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა­ა, სტა­დი­ო­ნი კი მათ­თვის მე­ო­რე­ხარი­ს­ხო­ვა­ნი­ა. "რად გვინ­და სტა­დი­ო­ნი, ადა­მი­ა­ნი ავად რომ ხდე­ბა ან ქუ­თა­ის­ში მიჰ­ყავთ, ან ოზურ­გეთ­ში, გვე­ში­ნი­ა, გზა­ში არ გარ­და­იც­ვა­ლოს. ლან­ჩხუთს სა­ა­ვად­მყო­ფო ფაქ­ტობ­რი­ვად არა აქვს, შე­ნო­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა, არც აპა­რა­ტუ­რა აქვთ წე­სი­ე­რი, პა­ცი­ენ­ტე­ბი მედ­პერ­სო­ნალს არა ენ­დო­ბი­ან, ამის ფონ­ზე რა დროს სტა­დი­ო­ნი­ა? გა­სა­გე­ბი­ა, რომ რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სტა­დი­ო­ნის აშე­ნე­ბა სურს, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ - ხალხს უკი­დუ­რე­სად უჭირს. ჯო­ბი­ა, მათი და­საქ­მე­ბის­თვის იზ­რუ­ნონ. არც სოფ­ლე­ბი­სა და არც რა­ი­ო­ნის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ჩვენ გა­ზი უფ­რო გვჭირ­დე­ბა და სა­მუ­შა­ო, ვიდ­რე სტა­დი­ო­ნი."

6. ქო­ბუ­ლე­თი. ზღვის სე­ზო­ნი ივ­ნი­სი­დან გახ­სნი­ლ­ად ით­ვლე­ბა, რაც რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ა. სე­ზო­ნის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე სა­ნა­პი­რო ზო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა ჯერ დაწყ­ე­ბუ­ლი არ არის, რაც ქო­ბუ­ლე­თე­ლებს ძა­ლი­ან აწუ­ხებთ. გარ­და ამი­სა, მათ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დაზღ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლად ვერ იყე­ნე­ბენ სა­დაზღ­ვე­ვო პო­ლისს. "ა­ნა­ლი­ზე­ბის ასა­ღე­ბად ზოგ­ჯერ ბა­თუმ­ში გვიშ­ვე­ბენ, ასე სი­ა­რულს თუ გვი­პი­რებ­დნენ, მა­შინ რად გვინ­დო­და ამა­თი დაზღ­ვე­ვა, რა, ბა­თუმ­ში ჩვენ ვერ ჩა­ვი­დო­დით?"

7. ხელ­ვა­ჩა­უ­რი. "მთა­ვა­რი­ა, მო­სა­ვა­ლი კარ­გად და­ვა­ბი­ნა­ოთ, ესაა ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო. მას შევ­ყუ­რებთ წლი­დან- წლამ­დე. რაც ძა­ლი­ან გვინ­და, ეს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­ა. რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და, მაგ­რამ კი­დევ რჩე­ბა სოფ­ლე­ბი, სა­დაც არც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რია და სას­მე­ლი წყა­ლიც ჭირს. გა­ზი რომ გვექ­ნე­ბა, ზამ­თარ­ში შე­შით აღარ გავ­თბე­ბით და ხეტყ­ე­საც გა­ვუფ­რთხილ­დე­ბით."

8. გო­რი. "ომ­გა­მოვ­ლილ რა­ი­ონს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყა­ლი ამ რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის­თვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. ომის შემ­დეგ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სარ­წყა­ვი წყა­ლი გა­და­კე­ტა და სოფ­ლე­ბი უწყ­ლოდ და­ტო­ვა. წყა­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. "გა­რეჯ­ვა­რი, ხელ­თუ­ბა­ნი - რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო? უმ­დიდ­რეს სოფ­ლე­ბად ით­ვლე­­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლა ხალ­ხი შიმ­ში­ლობს, უწყ­ლო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა ბა­ღე­ბი, ძა­ლი­ან გვჭირდება ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა." ქარ­თლე­ლე­ბის სა­წუ­ხა­რი ასე­ვე უცხ­ო­ე­ლებ­ზე გა­ყი­დუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­ა.

9. გურ­ჯა­ა­ნი. გურ­ჯა­ა­ნე­ლებს, გარ­და იმი­სა, რომ სტი­ქია უტევს, სხვა პრობ­ლე­მებ­თა­ნაც უწევთ გამ­კლა­ვე­ბა: სას­მე­ლი წყა­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი. სო­ფელ კარ­დე­ნა­ხის მო­სახ­ლე­ო­ბა მძი­მე დღე­ში­ა, მათ სას­მე­ლი წყა­ლი არა აქვთ. რიგ უბ­ნებ­ში წყა­ლი სა­ერ­თოდ არ მო­დის და ხალხს მე­ო­რე უბ­ნი­დან უწევს მა­რა­გის შევ­სე­ბა. "სას­მე­ლი წყა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა. სარ­წყა­ვი არ­ხი კერ­ძო პირს ეკუთ­ვნის და მორ­წყვა პრობ­ლე­მას აღარ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, მაგ­რამ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მა­ინც მო­ურ­წყა­ვი რჩე­ბა. სტი­ქი­ამ და­ა­ზა­რა­ლა კო­ლა­გი, ბა­კურ­ცი­ხე, ვე­ჯი­ნი, ძირ­კო­კი. ხალხს ძა­ლი­ან უჭირს. ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა. არა­და, ხალ­ხი თავს ამით ირ­ჩენს. გა­ზი ყვე­ლა სო­ფელს არა აქვს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას ექ­ნე­ბა­ო, მაგ­რამ მხო­ლოდ დაქ­სე­ლეს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია და არც ვი­ცით, რო­დის გაგ­რძელ­დე­ბა".

10. თი­ა­ნე­თი. "რა­ი­ონს ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­წუ­ხებს, ეს უმუ­შევ­რო­ბა­ა. რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის ნა­წილს არც სას­მე­ლი წყა­ლი აქვს და არც სარ­წყა­ვი. მთლი­ა­ნად ამინ­დზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გვალ­ვის დროს წვი­მას ვნატ­რობთ და წვი­მის დროს - მზეს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი რა­ი­ონ­ში სა­ერ­თოდ არ არის. ხალ­ხი და­ი­ღა­ლა გა­ზის ბა­ლო­ნე­ბის და­ტუმ­ბვით. რა გახ­და თი­ა­ნე­თე­ლე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი და წყა­ლი? უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად ქა­ლაქ­ში მი­დის, დაც­ლი­ლია სოფ­ლე­ბი. ხალ­ხი თვით­და­საქ­მე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი. აგ­რო­ვე­ბენ ყველს, თაფლს, კვერცხს, რძეს და ქა­ლაქ­ში მი­დი­ან იმის­თვის, რომ ორი კა­პი­კი იშო­ვონ. რა­ი­ონს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, თო­რემ მა­ლე სოფ­ლე­ბის ნაც­ვლად ნა­სახ­ლა­რე­ბი გაჩ­ნდე­ბა."

თეკ­ლა ტუ­ღუ­ში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია