კუდ­-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ - "ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი მილ­ი­ონ დო­ლარს მთხოვ­და"

კუდ­-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ - "ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი მილ­ი­ონ დო­ლარს მთხოვ­და"

რო­ლანდ შინ­დე­ლიშ­ვი­ლი კუდ­-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და აცხ­ა­დებს, რომ თა­ვი­სი­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მს­ხ­­ვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. იგი თა­ვი­სი ოჯა­ხის დაქ­ცე­ვა­ში კუდ­-ის ხელ­მძღვა­ნელ და­თა ახა­ლა­ი­ას და მის მო­ად­გი­ლე ვა­ჟა ლე­ლუ­აშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

- სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. შემ­დეგ მთაწ­მინ­და-­კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი, 2005 წელს კი - კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, მე-2 მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ. ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და პრე­ზი­დენ­ტის უსაფ­რთხო­ე­ბა - პი­რა­დი დაც­ვის, ეს­კორ­ტი­სა და ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, ასე­ვე, სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა. კუდ­-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­ჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი და მა­მა­ჩე­მი დი­დი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ, ერ­თმა­ნეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. 2008 წლის 5 აგ­ვის­ტოს ლე­ლუ­აშ­ვილ­მა მა­მა­ჩემს და­უ­რე­კა და სთხო­ვა, სას­წრა­ფოდ ენა­ხა. მა­მა­ჩე­მი სა­ირ­მე­ში მი­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად და ქუ­თა­ი­სი­დან უკან დაბ­რუნ­და. მე ბა­თუმ­ში ვის­ვე­ნებ­დი ახალ­შერ­თულ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. მეც და­მი­რე­კეს და სას­წრა­ფოდ ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე უშიშ­რო­ე­ბის ერ­თ-ერთ და­ნა­ყოფ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. ლე­ლუ­აშ­ვილ­მა მა­მა­ჩემს უთხ­რა, მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნ­და მო­ი­ტა­ნო­ო, მო­ლა­პა­რა­კე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი თა­ნამ­შრომ­ლებს ჩე­მი შეპყ­რო­ბა უბ­რძა­ნა. მა­მას ხუმ­რო­ბა ეგო­ნა, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვი­და - ფულს თუ არ მო­ი­ტან, შენც და­გი­ჭერთ და შენს შვილ­სა­ცო. მე­რე ვაჭ­რო­ბა და­უწყ­ო, თან­ხა თუ გე­ბევ­რე­ბა, შე­მიძ­ლია 50 000 და­გიკ­ლო­ო. მა­მა­ჩე­მი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს ლე­ლუ­აშ­ვილ­მა მეტ­როს სად­გურ "დე­ლის­თან" დაგ­ვი­ბა­რა და იგი­ვე გაგ­ვი­მე­ო­რა, მა­ნამ­დე კი მა­მა­ჩემს 50-ჯერ მა­ინც და­უ­რე­კა, თან მუდ­მი­ვად იმუქ­რე­ბო­და. ვი­ნა­ი­დან სამ დღე­ში ომი და­იწყ­ო, ვა­ჟამ ეს საქ­მე გა­დაგ­ვი­დო და გვითხ­რა, ახ­ლა ამის­თვის არ გვცა­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩაწყ­ნარ­დე­ბა, მე­რე გან­ვაგ­რძოთ ლა­პა­რა­კი­ო. 25 სექ­ტემ­ბერს "მო­ი­ცა­ლეს" ჩემ­თვის და სოდ­-მა და­მა­კა­ვა, ანუ კუდ­-მა ჩე­მი თა­ვი ერეკ­ლე კო­დუ­ას და­ა­ჭე­რი­ნა.

- რას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

- გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ვი­თომ მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვი­ყი­დე, თა­ნაც ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ, ვი­სარ­გებ­ლე კი­დეც ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით, ცო­ტა ხნის შემ­დეგ კი პატ­რო­ნის უკან და­ვუბ­რუ­ნე. ანუ ავ­ტო­მან­ქა­ნა 8 000 დო­ლა­რად ვი­ყი­დე, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი, ვის­გა­ნაც ვი­ყი­დე, მას­ვე 7 000 დო­ლა­რად უკან და­ვუბ­რუ­ნე. გი­ჟი ვი­ყა­ვი, ასე­თი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა? ეს იყო შე­თითხ­ნი­ლი ბრალ­დე­ბა. და­კა­ვე­ბი­ს­­თვის რა­ღაც მო­ტი­ვი ხომ უნ­და ჰქო­ნო­დათ, რა­ღა­ცას ხომ უნ­და მომ­და­ვე­ბოდ­ნენ? მოკ­ლედ, წა­ვი­და ფულ­ზე ვაჭ­რო­ბა. სოდ­-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩე­მი მშობ­ლე­ბის სახ­ლის ჩხრე­კი­სას იქ ავ­ტო­მა­ტის 10 ცა­ლი ტყვია ჩა­მი­დეს, რი­თაც საქ­მე გა­ამ­ყა­რეს. მან­ქა­ნის ამ­ბა­ვი ბო­ლომ­დე რომ ვერ გა­ე­ტა­ნათ, ამ ტყვი­ე­ბის გა­მო მა­ინც გა­მა­სა­მარ­თლებ­დნენ. მა­მა­ჩემ­მა ამა­ზე ხმა არ ამო­ი­ღო, ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბას, ისევ ტყვი­ე­ბის ჩა­დე­ბა მერ­ჩი­ა­ო, ამ­ბობ­და. მთე­ლი ოჯა­ხი ისე და­ზაფ­რუ­ლი ვი­ყა­ვით, ვე­ღა­რა­ფერს ვა­კე­თებ­დით. სა­პა­ტიმ­რო­ში 25 დღე მა­ყურ­ყუ­ტეს, საპ­რო­ცე­სო გა­და­მახ­დე­ვი­ნეს და გა­მო­მიშ­ვეს. ჩე­მი ავ­ტო­მან­ქა­ნა BMW-ს მეშ­ვი­დე სე­რი­ა, რო­მელ­შიც 40 000 დო­ლა­რი მქონ­და გა­დახ­დი­ლი (სო­ფელ­ში 1000 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი გავ­ყი­დე და იმ ფუ­ლით ვი­ყი­დე), თურ­მე ამი­რან მეს­ხელ­ს (ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე) მოს­წო­ნე­ბია და მი­სი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა გა­ნუზ­რა­ხავს. ანუ კუდ­ი­დან მი­ლი­ონს ითხ­ოვ­დნენ, შსს-დან - ავ­ტო­მან­ქა­ნას. პრო­კუ­რორ­მა და გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა "ზე­მო­დან" და­ნა­ბა­რე­ბი გად­მომ­ცეს - მან­ქა­ნის ჩუ­ქე­ბა თუ არ გა­ფორ­მდე­ბა, ცი­ხე­ში ჩა­გალ­პობ­თო. შემ­დეგ სა­კან­ში ნო­ტა­რი­უ­სი შე­მო­მიყ­ვა­ნეს და მითხ­რეს, მან­ქა­ნის სა­ბუ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი­ა, შე­ნი ხელ­მო­წე­რა­ღა აკ­ლია და საპ­რო­ცე­სო­საც გა­გი­ფორ­მებ­თო. მა­ნამ­დე კი მა­ღი­ა­რე­ბი­ნეს, თით­ქოს მარ­თლა მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვი­ყი­დე და მე­რე გავ­ყი­დე. კა­რან­ტინ­ში ჩამ­სვეს და გა­მიმ­წა­რეს ცხოვ­რე­ბა. ცი­ხი­დან რო­ცა გა­მო­ვე­დი, 20 000 ლა­რი გა­და­მახ­დე­ვი­ნეს საპ­რო­ცე­სო (ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად), ჩე­მი ავ­ტო­მან­ქა­ნა კი წა­იყ­ვა­ნეს.

თუმ­ცა ამით ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა: რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ისევ და­მი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ა­ში. სო­ფელ თე­ლეთ­ში ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცას მი­წის ნაკ­ვე­თი მიჰ­ყი­დაო და ამის­თვის მე და­მა­კა­ვეს. არა­და, ამ საქ­მეს­თან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია და არც მყიდ­ველ­-გამ­ყიდ­ველს ვიც­ნობ­დი. ად­გნენ და ისევ და­მი­ჭი­რეს, ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი არც კი უხ­სე­ნე­ბი­ათ. რაც გა­მაჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი წა­მარ­თვეს - სო­ფელ შინ­დის­ში სახ­ლი გა­მა­ყი­დი­ნეს და 50 000 ლა­რი შე­მა­ტა­ნი­ნეს ბი­უ­ჯეტ­ში... ჩე­მი ავ­ტო­მან­ქა­ნა ამი­რან მეს­ხელს მო­ე­წო­ნა, ვა­ჟა ლე­ლუ­აშ­ვილს კი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­უნ­და და ეს ფუ­ლი რომ ვერ გა­და­ვი­ხა­დეთ, ამის მე­რე და­იწყ­ო, რაც და­იწყ­ო. ლე­ლუ­აშ­ვი­ლი მა­მა­ჩემს ეუბ­ნე­ბო­და, თუ გა­და­იხ­დით, შენს ვაჟს და­ვა­წი­ნა­უ­რებ­თო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­თა ახა­ლა­ი­ას გა­რე­შე არ მოხ­დე­ბო­და. ლე­ლუ­აშ­ვილ­მა ის და­ა­ჯე­რა, რომ მი­ლი­ო­ნის გა­დამ­ხდე­ლი ვი­ყა­ვი, საკ­მა­ოდ კარ­გად შე­ის­წავ­ლეს ჩვე­ნი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- მე­ო­რედ რამ­დენ ხანს მო­გი­წი­ათ პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნამ?

- 6 თვე და 10 დღე ვი­ჯე­ქი მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რე. თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლი წა­მი­ყე­ნეს, ვი­თომ სა­ბუ­თე­ბი გა­ვა­ყალ­ბე და სა­ხელ­მწი­ფო ვა­ზა­რა­ლე. ვი­საც იმ საქ­მეს­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა (მი­წის ყიდ­ვა-­გა­ყიდ­ვას­თან), მა­თი ახ­ლობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან და ჩე­მი და­ჭე­რით ეს საქ­მე "გა­აპ­რა­ვეს". მე შე­მაწ­მინ­დეს ხე­ლი და ქო­ნე­ბაც წა­მარ­თვეს. ვიდ­რე და­ნა­შა­ულს არ ვა­ღი­ა­რებ­დი, საპ­რო­ცე­სოს არ მთა­ვა­ზობ­დნენ. ეს აღი­ა­რე­ბაც დი­დი წა­მე­ბი­სა და ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს. ისე­თი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა, ან უნ­და მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, ან დი­დი ხნით ჩა­მალ­პობ­დნენ ცი­ხე­ში (ა­სე მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ). სხვა გზა აღარ და­მი­ტო­ვეს. და­მერ­წმუ­ნეთ, ასეთ ზე­მოქ­მე­დე­ბას ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­უძ­ლებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ცი­ხე­ში ცოცხ­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ვი­ყა­ვი. წუ­წუნ­სა და გო­დე­ბას არ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ ერთს კი ვიტყ­ვი, რაც იქ ხდე­ბო­და, მსგავ­სი რამ არც მსმე­ნია და არც მი­ნა­ხავს. მე და ჩემს ოჯახს ჯო­ჯო­ხე­თი გა­მოგ­ვა­ტა­რეს. ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე დე­და­ჩემს სიმ­სივ­ნე გა­უჩ­ნდა და გარ­და­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მაჩ­ნდა, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­მა­ფორ­მე­ბი­ნეს - ფუ­ლი, სახ­ლ­კა­რი, მან­ქა­ნა, მი­წე­ბი, მი­ლი­ონ­ზე ბევ­რად მე­ტი წამ­გლი­ჯეს. მარ­ტო მე კი არა, და­თა ახა­ლა­ი­ამ ჩემს სი­მამ­რსაც წა­არ­თვა ავ­ტო­მან­ქა­ნა BMW-X5. ოჯახ­თან ერ­თად მი­დი­ო­და და კუდ­-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წვი­მა­ში ჩა­მოს­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ვი­ნა­ი­დან ის ახა­ლა­ი­ას მო­ე­წო­ნა და სახ­ლში მი­უყ­ვა­ნეს. ეს საქ­მეც სა­სა­მარ­თლო­შია და პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩე­მი სი­მამ­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო. ანუ მთე­ლი ოჯა­ხი ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ებს ვემ­სხვერ­პლეთ. უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ორ­ჯერ ვარ ნა­სა­მარ­თლე­ვი, გა­ძარ­ცუ­ლი და შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი. ჩე­მი ოჯა­ხი უშუ­ა­ლოდ ვა­ჟა ლე­ლუ­აშ­ვილ­მა და­აქ­ცი­ა, რო­მელ­მაც წილ­ში გა­იყ­ვა­ნა და­თა ახა­ლაია და ერეკ­ლე კო­დუ­ა. ის არის შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც და ინი­ცი­ა­ტო­რიც. ვა­ჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლი სა­მი თვით და­ა­პა­ტიმ­რეს შო­თა ხი­ზა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად და რო­გორც ვი­ცი, გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს. იგი ნა­ხე­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს აკონ­ტრო­ლებ­და. რაც კი სი­ბინ­ძუ­რე ხდე­ბო­და ქვე­მო ქარ­თლში, უი­მი­სოდ არ კეთ­დე­ბო­და. ცდი­ლობ­და, თვი­თონ ნაკ­ლე­ბად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და ყვე­ლა­ფერს ბა­სიშ­ვი­ლებს და მის­თა­ნებს აკე­თე­ბი­ნებ­და. და­თა ახა­ლა­ი­ას რომ დი­დი ჭკუა არ მო­ე­კითხ­ე­ბო­და, ყვე­ლამ იცის, ლე­ლუ­აშ­ვი­ლი იყო კუდ­-ის "ტვი­ნი", იგი მარ­თავ­და პრო­ცე­სებს. იმედს ვი­ტო­ვებ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში მა­ინც ვი­პო­ვი სა­მარ­თალს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ