რო­გორ შო­უ­ლობს სტუ­დენ­ტი ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბით ფულს

რო­გორ შო­უ­ლობს სტუ­დენ­ტი ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბით ფულს

თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ოჯახს, ოთხ­ფე­ხა მე­გობ­არი რომ არ ჰყავ­დეს. კი­ნო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძაღ­ლი ბევრს "სა­მა­რი­ა­ჟოდ" მოჰ­ყავს შინ და ზოგ­ჯერ სა­თა­ნა­დოდ არც კი უვ­ლის, ეზა­რე­ბა გა­სე­ირ­ნე­ბა, და­ბა­ნა... ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, 22 წლის სტუ­დენ­ტი თეკ­ლა კვა­ჭა­ძე, სა­მი წე­ლია ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბით შო­უ­ლობს თან­ხას.

- ზო­ო­ლო­გი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვარ, პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ ზო­ო­პარ­კში, ეგ­ზო­ტა­რი­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ად­რე მუ­ზე­უმ­შიც ვმუ­შა­ობ­დი, დას­პირ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბის ცენ­ტრში. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს და ამის გა­მო აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩე­მი მე­გო­ბა­რი კი­ნო­ლო­გი­ა, ის ასე­ირ­ნებს და ამა­ვე დროს წვრთნის ძაღ­ლებს. სწო­რედ მან შე­მომ­თა­ვა­ზა, ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა და­მეწყ­ო, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის კარ­გი­ა. დავ­თან­ხმდი და სა­მი წე­ლი­ა, ასე ვმუ­შა­ობ.

- ად­ვი­ლია უცხო ძაღ­ლთან ურ­თი­ერ­თო­ბა? ზო­გი­ერ­თი ხომ აგ­რე­სი­უ­ლი­ა?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, მეც კი­ნო­ლო­გო­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ავირ­ჩი­ე. თუ ძაღ­ლის ფსი­ქო­ლო­გია იცი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ად­ვი­ლი­ა. ძაღ­ლის შეჩ­ვე­ვას ერ­თი კვი­რა მა­ინც სჭირ­დე­ბა. მის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი უნ­და იყო, აჩ­ვე­ნო, რომ მას­ზე ძლი­ე­რი ხარ. თუ სუს­ტია ცხო­ვე­ლი, უნ­და მო­ე­ფე­რო, აჭა­მო და ასე შე­გეჩ­ვე­ვა. ყვე­ლა­ზე დამ­ჯე­რე­ბი ლაბ­რა­დო­რე­ბი და მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი, ფრან­გუ­ლი ბულ­დო­გი და იორ­კში­რი არი­ან. პა­ტა­რა ძაღ­ლებს უფ­რო სჩვე­ვი­ათ კა­პა­სო­ბა. ერ­თი ძაღ­ლის შეჩ­ვე­ვას და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვე დას­ჭირ­და, არ მი­ჯე­რებ­და, აგ­რე­სი­უ­ლი იყო, მაგ­რამ ახ­ლა მე­მორ­ჩი­ლე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში ძაღ­ლე­ბი უფ­რო "სა­მა­რი­ა­ჟოდ" ჰყავთ. შარ­შან ყვე­ლა ლაბ­რა­დორს ეძებ­და, წელს კი ლა­ი­კა გახ­და მო­დუ­რი. ვა­კე­ში ვა­სე­ირ­ნებ ან­გლო-­რუ­სულ მწე­ვარს. ის თორ­მე­ტი წე­ლია ჰყავს ოჯახს და ბავ­შვი­ვით უვ­ლიან. ძაღლს არ უნ­და მის­ცე არას­წო­რი მი­თი­თე­ბე­ბი, უმი­ზე­ზოდ არ და­სა­ჯო - ბავ­შვი­ვით არის, კომ­პლექ­სდე­ბა და მე­რე აღარც თა­მა­ში უნ­და, აღარც გა­სე­ირ­ნე­ბა, თა­ვის­თვის არის სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი.

- რამ­დენს გიხ­დი­ან ერ­თი ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა­ში?

- მხო­ლოდ გა­სე­ირ­ნე­ბა 1 სა­ა­თი 10 ლა­რი ღირს. არი­ან ძაღ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სირ­ბი­ლი და ფორ­მა­ში ყოფ­ნა სჭირ­დე­ბათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში 5 ლა­რი ემა­ტე­ბა ფიქ­სი­რე­ბულ გა­და­სა­ხადს. 5 ლა­რით მეტს იხ­დის გა­რე­უ­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხიც. ძაღ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოძ­რა­ო­ბა, გარ­თო­ბა და ტო­ნუს­ში ყოფ­ნა.

- გარ­და ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბი­სა, ზო­ო­პარ­კშიც მუ­შა­ობ, რო­გორ უთავ­სებ ერ­თმა­ნეთს ამ ორ საქ­მეს?

- დი­ლის შვი­დი სა­ა­თი­დან ვიწყ­ებ მუ­შა­ო­ბას, რამ­დე­ნი­მე ერ­თგუ­ლი კლი­ენ­ტი მყავს და მათ ძაღ­ლებს ყო­ველ­დღე, კონ­კრე­ტულ დროს ვა­სე­ირ­ნებ. თორ­მეტ სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ ზო­ო­პარ­კში. წე­სით, კვი­რა­ში სა­მი დღე ვმუ­შა­ობ იქ, მაგ­რამ ახ­ლა ზო­ო­პარკს პა­ტა­რა მან­გუს­ტე­ბი შე­ე­მა­ტა და ყო­ველ­დღი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ - დრო­უ­ლად უნ­და ვა­ჭა­მო და ვა­კონ­ტრო­ლო, დე­დამ არ შე­ჭა­მოს შვი­ლე­ბი. ზო­ო­პარ­კში მუ­შა­ო­ბას ხუთ სა­ათ­ზე ვამ­თავ­რებ, ისევ მივ­დი­ვარ იმ ოჯა­ხებ­ში, ვის ძაღ­ლებ­საც ვა­სე­ირ­ნებ და ათ სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ.

- თა­ვად თუ გყავს ძაღ­ლე­ბი?

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ორი გვე­ლი მყავს: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მახ­რჩო­ბე­ლა და სი­მინ­დის მცუ­რა­ვი, ასე­ვე - ეუბ­ლე­ფა­რი (ხვლი­კი) და ზღვის გო­ჭე­ბი. ტა­რან­ტუ­ლიც მყავ­და (ო­ბო­ბას ჯი­ში), მაგ­რამ მო­მიკ­ვდა.

- ოჯა­ხის წევ­რებს რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, სახ­ლში გვე­ლე­ბი რომ მი­იყ­ვა­ნე?

- ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან გვე­ლე­ბი. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ საზღ­ვარ­გა­რეთ, გა­ვუგ­ზავ­ნე ფუ­ლი, მი­ყი­დეს გვე­ლი და გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. მე­ო­რე გვე­ლი კი მა­ჩუ­ქეს. ოჯა­ხის წევ­რებს თა­ვი­დან კი ეუცხ­ო­ვათ, მაგ­რამ შე­ეჩ­ვივ­ნენ. მე­ზობ­ლე­ბიც კი აღარ შე­მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან გვე­ლე­ბის ში­შით, მაგ­რამ ახ­ლა მიხ­ვდნენ, რომ სა­ში­ში არა­ფე­რი­ა.

- ძნე­ლი ხომ არ არის მა­თი მოვ­ლა?

- ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მო­სავ­ლე­ლი გვე­ლი­ა. კვი­რა­ში ერ­თხელ ვუ­სუფ­თა­ვებ ტე­რა­რი­უმს, ვუც­ვლი წყალს, ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი არი­ან და ტემ­პე­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ტუ­რი კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბათ. ახ­ლა გა­ი­ზარ­დნენ და კვი­რა­ში ერ­თხელ ვირ­თხებს ვაჭ­მევ. მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან და კარ­გი ყნოს­ვა აქვთ. რო­ცა ადა­მი­ა­ნის ხელ­სა და სუნს ეჩ­ვე­ვი­ან, ხვდე­ბი­ან, ვინ არის მა­თი პატ­რო­ნი და სწო­რად რე­ა­გი­რე­ბენ. რო­ცა ცუ­დად ვარ, ავიყ­ვან ხოლ­მე ხელ­ში ჩემს გვე­ლებს და ვმშვიდ­დე­ბი. მი­წის­ძვრა სა­ნამ მოხ­დე­ბო­და, მათ ცო­ტა ხნით ად­რე რაღაც იგ­რძნეს და ტე­რა­რი­უმ­ში აწ­რი­ალ­დნენ. ჩემს გვე­ლებს მო­ფე­რე­ბით თორ­ნი­კეს და ძა­ბას ვე­ძა­ხი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია