რა­ტომ იგ­ვი­ა­ნებს ტრან­სპორ­ტი

რა­ტომ იგ­ვი­ა­ნებს ტრან­სპორ­ტი

ვი­საც პი­კის სა­ა­თებ­ში თბი­ლი­სუ­რი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სის ლო­დი­ნი დას­ჭირ­ვე­ბი­ა, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­ახ­სენ­დე­ბო­და ერ­თი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ტექ­სტი: "შო­რი გზი­დან სატ­რფოს ვე­ლი, სხვა მო­დის და, ის კი არა, ვა­ი­თუ, გზა­ში და­ი­ღა­ლა, სუს­ტია და ვერ ია­რა!" ოღონდ "სატ­რფო" ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სია - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თბი­ლი­სუ­რი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სი. ხო­ლო ვი­საც ხალ­ხით გა­ჭე­დი­ლი ავ­ტო­ბუ­სით ერ­თხელ მა­ინც უმ­გზავ­რი­ა, კარ­გად იცის, რამ­ხე­ლა "ბედ­ნი­ე­რე­ბა­ა" ეს - რო­გორც წე­სი, ამ დროს ავ­ტო­ბუს­ში ნემ­სის ჩა­საგ­დე­ბი ად­გი­ლიც არ არის, მგზავ­რე­ბი კი "სა­ბე­დის­წე­როდ" დუ­მან. ეს სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა­ზე კარ­გად დე­და­ქა­ლა­ქის სტუ­მარ­მა შე­ა­ფა­სა.

ნი­ნა ბე­ბო შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად სულ რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­ვი­და, ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სით მხო­ლოდ ერ­თხელ იმ­გზავ­რა და მი­სი და­ნახ­ვაც აღარ უნ­და:

- 61 წლის ქა­ლი ვარ, 23 წე­ლია დავ­ქვრივ­დი და ცხო­ნე­ბუ­ლი ჩე­მი ქმრის მე­რე კა­ცის­კენ აღარ გა­მი­ხე­დავს. ამ ორი დღის წინ კი ვი­ღა­ცა პირ­დო­უ­ბა­ნელ კაც­თან ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა ვიმ­გზავ­რე ჩე­მი შვი­ლის სახ­ლამ­დე. იმ შეჩ­ვე­ნე­ბულს, ეტყ­ო­ბა, ერ­თ-ო­რი ჭი­ქა არა­ყიც ჰქონ­და გა­დაკ­რუ­ლი და პირ­და­პირ ყარ­და იქა­უ­რო­ბა. სულ გა­დაგ­ვარ­და ხალ­ხიც და ქვე­ყა­ნაც, ოღონდ ახ­ლა უგუ­ლა­ვას და სა­ა­კაშ­ვი­ლის კრი­ტი­კა არ გა­მა­გო­ნოთ! - რა­ვა, ხელ­-პი­რიც ქა­ლა­ქის მერ­მა და პრე­ზი­დენ­ტმა უნ­და დაგ­ვბა­ნოს, თუ?!

თა­მუ­ნა ან­თი­ძე დი­ა­სახ­ლი­სი­ა. მარ­თა­ლი­ა, ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ყო­ველ­დღე არ უწევს, მაგ­რამ ისიც ბევ­რჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლა მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში:

- რო­დე­საც სად­მე მივ­დი­ვარ, ვცდი­ლობ, ისე­თი დრო შე­ვარ­ჩი­ო, რო­ცა ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ არის, თუმ­ცა, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამო­ცა­ნა­ა. ყვე­ლა­ზე ძნე­ლია მგზავ­რო­ბა ზაფ­ხულ­ში­, რო­ცა პა­პა­ნა­ქე­ბა სიცხეა და ავ­ტო­ბუს­ში სუნ­თქვაც არ შე­იძ­ლე­ბა. რა უნ­და ქნას ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე სამ­სა­ხურ­ში და­დის და იძუ­ლე­ბუ­ლი­ა, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­როს? მახ­სოვს, რო­ცა ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს, გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა­ო, მაგ­რამ მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ ასეთ კომ­ფორტს! გარ­და იმი­სა, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბი ხალ­ხით არის გა­ჭე­დი­ლი, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ამას კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა ემა­ტე­ბა - დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს სა­ღა­მო­ო­ბით 30-40 წუ­თი უწევთ ლო­დი­ნი, რომ სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­ბუ­სი მო­ვი­დეს და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მო­აღ­წი­ონ. ამ დროს ერ­თა­დერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სის, ვერც ერ­თი ადა­მი­ა­ნი ვერ შეძ­ლებს ყო­ველ­დღე სამ­სა­ხურ­ში ტაქ­სით ია­როს, რაც უნ­და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­დეს.

ასე ჩი­ვის ყვე­ლა, ვი­საც თბი­ლი­სურ ავ­ტო­ბუ­სებ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი "კომ­ფორ­ტი და ჰარ­მო­ნი­ა" სა­კუ­თარ ტყავ­ზე ერ­თხელ მა­ინც უწ­ვნე­ვი­ა. ოდეს­მე თუ ­ე­ღირ­სე­ბათ თბი­ლი­სე­ლებს დი­დი ხნის წინ და­პი­რე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბა? - ამ კითხ­ვით თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯა­ბა სა­მუ­ში­ას მივ­მარ­თეთ. აი, რა გვითხ­რა მან:

- ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან შე­მო­იყ­ვა­ნა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით არც ად­რე გა­მო­ირ­ჩე­ო­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი დი­დი ნა­წი­ლი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. ამ ტი­პის პა­ტა­რა ავ­ტო­ბუ­სე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე მოხ­სნი­ლია წარ­მო­ე­ბი­დან, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­შიც. იქ ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი რომ შე­ა­კე­თონ და ააწყ­ონ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შე­აქვთ ნა­წი­ლე­ბი, რად­გან მა­თი ნა­წი­ლე­ბის შოვ­ნაც საკ­მა­ოდ ძნე­ლი­ა. სწო­რედ ამი­ტომ, თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კში დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი დგას. ალ­ბათ გახ­სოვთ, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­ხე­ლა გა­ფიც­ვა მო­აწყ­ვეს მძღო­ლებ­მა, მა­თი ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მოთხ­ოვ­ნა სწო­რედ ეს იყო - დრო­უ­ლად შე­მო­სუ­ლი­ყო სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბი და დრო­უ­ლად მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­კე­თე­ბა. ამ საქ­მე­ში ფულს არც სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ხარ­ჯავს და არც თბი­ლი­სის მე­რი­ა.

- ყვითელი ავტობუსები საღამოს ძალიან დიდი შუალედებით მოძრაობენ. დაგვიანების პრობლემა მგზავრებს ე.წ. პიკის საათებშიც აწუხებთ.

- ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია ის, რომ არ არ­სე­ბობს რე­ზერ­ვი. სა­ერ­თოდ, პი­კის სა­ა­თებ­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და იზ­რდე­ბო­დეს, რად­გან მგზავ­რთა ნა­კა­დი გა­ცი­ლე­ბით დი­დი­ა, ეს ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან ავ­ტო­ბუ­სე­ბი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით არა ჰყავთ. თუმ­ცა, არის კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი: უკ­ვე დი­დი ხა­ნი­ა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და ჩემ­თა­ნაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლა სა­ჩივ­რით, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ბიზ­ნე­სს ლო­ბი­რე­ბენ - იმის გა­მო, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს კონ­კუ­რენ­ცია არ გა­უ­წი­ონ, პი­კის სა­ა­თებ­ში ყო­ველ­თვის ავ­ტო­ბუ­სე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ეს ვიღაცას ხელს აძლევს. რო­გორც ჩანს, აქაც რა­ღაც კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა იმა­ლე­ბა. ფაქ­ტი­ა, რომ ეს სფე­რო და­სა­ლა­გე­ბე­ლი­ა, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი უნ­და შე­მო­ვი­დეს. დე­და­ქა­ლაქ­ში უნ­და მოძ­რა­ობ­დეს გამ­ძლე და კომ­ფორ­ტუ­ლი ტრან­სპორ­ტი. ეს სა­კითხი უკ­ვე დღის წეს­რიგ­ში დგას და რო­გორც კი ამ ქა­ლაქ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­პა­ში დას­რულ­დე­ბა, და­ვიწყ­ებთ ზრუნ­ვას, რომ ჩა­ტარ­დეს ახა­ლი, გამ­ჭვირ­ვა­ლე ტენ­დე­რი და თბი­ლის­ში სულ სხვა ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ. დე­და­ქა­ლაქ­ში უნ­და ია­როს თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ტრან­სპორ­ტმა და არა ისეთ­მა, რო­გო­რიც თა­ვის დრო­ზე უგუ­ლა­ვას კლან­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მა­ი­სი­დან აუ­ტა­ნე­ლი სიცხ­ე­ე­ბი იწყ­ე­ბა, ისე­თი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნო, რო­მელ­საც კონ­დი­ცი­რე­ბა არა აქვს? რო­დე­საც გა­რეთ 40-42 გრა­დუ­სი სიცხ­ე­ა, რო­გორ უნ­და გა­ი­მე­ტო სა­კუ­თა­რი ხალ­ხი ასე­თი სა­ში­ნე­ლი მგზავ­რო­ბის­თვის? ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ვინც ეს ძვე­ლი და უხა­რის­ხო ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აგოს პა­სუ­ხი თა­ვი­სი ქმე­დე­ბის გა­მო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია