"პატარძლები უფრო დამჯერები არიან, თუმცა ზოგი ქალიც ისე გაჯიქდება, პოზირება კი არა, პირდაპირ მოგახლის, რას მიღებო"

"პატარძლები უფრო დამჯერები არიან, თუმცა ზოგი ქალიც ისე გაჯიქდება, პოზირება კი არა, პირდაპირ მოგახლის, რას მიღებო"

ქართული ტრადიციული ქორწილი რომ ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული ღრეობაა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ამ ხორაგით დატვირთული შოუდან ლამაზი, დასამახსოვრებელი და გამორჩეული ფოტო და ვიდეოკოლაჟი უნდა შექმნან. მათი შრომა ზოგჯერ ფასდება, ზოგჯერ - არა. ავთო ჭიპაშვილი და თენგო მამულაშვილი უკვე წლებია, როგორც ქართველი, ისე უცხოური წყვილების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს კადრებზე აფიქსირებენ... შრომატევად, დამღლელ, მაგრამ იმავდროულად სახალისო საქმეზე ისინი თავად გვიყვებიან...

ავთო:

- რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჩვენს მეგობართან, რომელიც ფოტოსა და ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე იღებდა, პრაქტიკაზე დავიწყეთ სიარული. მასთან სხვა მოყვარულებიც დადიოდნენ, ოღონდ თავიანთი აპარატურით, ჩვენც ასე ვიქცეოდით. ქორწილებს, ბანკეტებსა და სხვა მნიშვნელოვან დღეებს ვიღებდით და ვამუშავებდით. ყველამ იცოდა, რომ ამას ჩვენთვის ვაკეთებდით და კვალიფიკაციას ვიმაღლებდით, ანუ ფირზე აღბეჭდილი კადრები სხვაგან არსად გამოჩნდებოდა. შემდეგ, როდესაც გამოცდილება მივიღეთ, შეკვეთებს ჩვენი მასწავლებელი იღებდა და ჩვენ გადასაღებად გვიშვებდა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ დამოუკიდებლადაც შეგვეძლო მუშაობა და ასეც მოვიქეცით.

- პირველი ნაბიჯები ალბათ ძნელი იყო...

- ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. პირველი გადაღების დროს არ ვიცოდით, სად როგორ უნდა მოვქცეულიყავით. არც ის გვინდოდა, კლიენტისთვის გვეგრძნობინებინა, რომ ახალბედები ვიყავით, რათა არ ეფიქრათ, ჩემს ქორწილში სწავლობსო. გამოცდილება თანდათან შევიძინეთ. ახლა როგორც კი წყვილს შევხედავთ, ვიცით, როგორი კადრები უნდა გადავუღოთ. თავად წყვილზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ ისინი ამყოლები არიან და აპარატურის წინ მუშაობა არ ეზარებათ, შედეგიც ბევრად უკეთესია. ისინი არც ფოტოსესიაზე ამბობენ უარს და არც საკლიპე მასალაზე. თუმცა არიან ზარმაცებიც, რომელთაც ვეუბნებით, რომ ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ყველა ვერ აცნობიერებს.

თენგო:

- პატარძლები უფრო დამჯერები არიან, რადგან ქალბატონებს სილამაზის აღქმის უნარი და მოთხოვნილება უფრო მეტად აქვთ. თუმცა ზოგი ქალიც ისე გაჯიქდება, პოზირება კი არა, პირდაპირ მოგახლის, თავი დამანებე, რას მიღებო... ასეთ კატეგორიასთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ძნელია. ამას წინათ ავთომ ქორწილში წყვილს სთხოვა, როგორც მე გეტყვით, ისე დადექით, უფრო ლამაზი გამოვაო, მაგრამ მათ უპასუხეს, არ გვინდა ეს "ისეთი კადრები" და ტვინი ნუ შეგვიჭამეო. ზოგჯერ იმის ახსნაც გვიწევს, რომ ის ფოტო და ვიდეომასალა სახლში კი არ მიგვაქვს, მათ უნდა დარჩეთ სამახსოვროდ. ასეთ შემთხვევაში ჩვენც გვეკარგება ინტერესი და თავს არ ვიწვალებთ, ისეთს ვიღებთ, როგორიც გამოვა.

- მერე როგორი გამოდის?

- მოძრავი კადრები, არაფერი განსაკუთრებული. ამ დროს მხოლოდ ჩვენს ფანტაზიაზე ვართ დამოკიდებული... არადა, ქორწილის ფოტოსესიის მთავარი აზრი ის არის, რომ სლაიდშოუ ლამაზი და ეფექტური გამოვიდეს. ეს კლიპი ცოტა სახალისო უნდა იყოს და რომანტიკულიც. წლების შემდეგ, როდესაც ცხოვრების სირთულეები წყვილს მიწაზე, ანუ რეალობაში დააბრუნებს, მისი ცქერით უნდა ისიამოვნონ.

როდესაც მასალად მხოლოდ სტანდარტული ფოტოები გვაქვს, ტყავში ვძვრებით, რომ რაღაც სანახაობრივი გამოვიდეს, რადგან შემკვეთს რომ არ მოეწონოს, შემდეგ ჩვენ სახელი "გვიტყდება". ამიტომ ათასობით ფოტოს ვიღებ, შემდეგ კი მათ გულდასმით "ვწურავთ", რათა საბოლოოდ ისეთები შევარჩიოთ, რომელთა დათვალიერება ახლაც სიამოვნებას მიანიჭებთ და წლების შემდეგაც ასე იქნება. ერთხელ შემკვეთმა მთელი ქორწილის ვიდეო თავიდან აგვაწყობინა, იქ ერთი კაცი ჩანს, რომელიც დაუპატიჟებლად მოვიდა და არ მინდა, ჩანდესო. არადა, ის ჩვენი ცოდვით სავსე, თითქმის ყველა კადრში ჩანდა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია