ჯეიმს აპატურაი - ნატო კავკასიას მეტ ყურადღებას დაუთმობს

ჯეიმს აპატურაი - ნატო კავკასიას მეტ ყურადღებას დაუთმობს

"ნატო კავკასიისთვის მეტი ყურადღების დათმობას აპირებს", - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ. "ვესტნიკ კავკაზას" ინფორმაციით, განცხადება ამის თაობაზე აპატურაიმ პიატიგორსკში მიმდინარე "რეგიონალური უსაფრთხოების ახალი გამოწვევების" საერთაშორისო კონფერენციაზე გამართული ტელეხიდისას გააკეთა.

"ამ რეგიონს სათანადო ყურადღება არ ექცევა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთსა და ამ რეგიონის მოსახლეობას. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ კავკასიას", - განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის საერთო პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების გამყარებაა, თუმცა "არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ და რუსეთი ვერ ვთანხმდებით - მაგალითად, საქართველოსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხებში".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა