ანი ნადარეიშვილი: პრემიერ-მინისტრთან კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ბაჩო ახალაია?

ანი ნადარეიშვილი: პრემიერ-მინისტრთან კითხვა მაქვს, თუ იცის, რაზე უზის ციხეში ბაჩო ახალაია?

ბაჩო ახალაიას სისასტიკეზე უამრავი ჭორი თუ მართალი ვრცელდებოდა. ის არასოდეს კონტაქტობდა მედიასთან. მისი ოჯახის შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი. არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს ტარიფების განახევრებაზე მეტად ახალაიას დაკავება ეჩქარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ახალაია 7 ნოემბერს დაიჭირეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი. ბაჩოს პირველი მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავს. მეორე მეუღლე - ანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. წყვილი 2009 წელს დაოჯახდა, ჰყავთ წლის და ორი თვის კესო, ანის პირველი ქორწინებიდან - 13 წლის მარიამ კერესელიძე.

- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვიღაცას აწყობდა ბაჩო ახალაიასთვის ცუდი იმიჯის შექმნა, თქვენ, როგორც მეუღლე, არ ურჩევდით მედიასთან უფრო აქტიურად კონტაქტს?

- ბაჩო ქურდული სამყაროს სახით უდიდეს მონსტრს ებრძოდა, რაც კარგად გამოუვიდა და წელში გატეხა ისინი. მათი სახით ძალიან დიდი მტერი ჰყავდა და ამიტომ გასაკვირი არ არის, ვინ ავრცელებდა ამ ჭორებს. რაც შეეხება რჩევებს, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ჭორებს, ჩემს ოჯახზე, მამაზეც ბევრს ჭორაობენ და ვიცი, რომ შური ქართველების ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რვა თვე გავიდა, შვიდი თვეა, რაც ბაჩო ციხეშია, ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, პარტიული ნიშნის მიუხედავად. თავიდან, როდესაც ბაჩო დაიჭირეს, მწერდნენ, მეუბნებოდნენ, აი, ხომ დაიჭირეს შენი ქმარი, აწი, მთელი ცხოვრება ციხეში იქნებაო. არავის ვბლოკავ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი, თან, როდესაც მართალი ხარ და ამის დამტკიცება შეგიძლია. ის აგრესიული ხალხი, რომელიც პირველ ხანებში მემუქრებოდა, რომ ჩემს ქმარს ვერასოდეს ვნახავდი, ახლა მწერს, ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ არ ჩივიან, თორემ დანაშაული ბევრი აქვსო.

- მძიმე არ იყო მეუღლის შესახებ მსგავსი ჭორების მოსმენა?

- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მისთვის ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცაზე მაინც გაეცა პასუხი, ურთიერთობა ჰქონოდა მედიასთან, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეცალა რეკლამისთვის, მაიმუნობებისთვის, საქმე უნდა ეკეთებინა და ეს ყოველთვის გამოჩნდებოდა.

- სახელმწიფო მაშინ მუდმივად ზრუნავდა სამინისტროებისა და მინისტრების პიარზე, მაგრამ ბაჩოზე ნაკლებად მახსენდება, გარდა პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებისა.

- ეს, პირველ რიგში, ბაჩოს ბრალია, არასოდეს ჩნდებოდა კამერებთან. არქივიდან მასალების ამოღება მინდა მასზე და მარტო იქ ჩანს, სადაც პრეზიდენტია თავისი კამერით მისული. არავინ იცის დღეს, რომ თუნდაც ბავშვთა სახლი გაარემონტა, რადგან იქ კამერა არ ყოფილა.

- მისი ქველმოქმედების შესახებ არაფერი გვსმენია.

- დიახ, მისი ბრალი იყო და დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო ბაჩოს საბედისწერო შეცდომა.

- მაშინდელი მინისტრების მეორე ნახევრებთან ინტერვიუს ჩაწერა მედიისთვის ფუფუნება და წარმოუდგენელი რამ იყო, თქვენ მაინც არ გიცდიათ, რომ საზოგადოებისთვის სხვანაირად დაგენახვებინათ მეორე ნახევარი?

- არა, ეს ყველაფერი გამოცდილებაა და ახლა ვისწავლი ჭკუას. დიდი სანაცნობო წრე და ბევრი მეგობარი მყავს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ხალხს ეცოდინებოდა, არ ვიყავით მონსტრები, მაგრამ ასე არ ყოფილა. არასოდეს ვჩნდებოდი საზოგადოებრივ ადგილებში, არსად დავდიოდი.

- ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ბაჩო ახალაიას მეუღლე.

- დიახ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეუღლე ყოველთვის მუშაობდა და მე ვცდილობდი, მისთვის ხელი შემეწყო. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, მაგრამ ბაჩოს რომ ცოლად გავყევი, სამსახურს თავი დავანებე, იმიტომ რომ მას ვეღარ ვნახავდი. ის ხშირად ბრუნდებოდა სახლში დილის 7-8 საათზე და მე რომ სამსახურში 9 საათზე წავსულიყავი, ერთმანეთს ავცდებოდით. შემდეგ იყო ფეხმძიმობა, ბავშვი გაჩნდა და მაინც მომიწევდა სახლში ყოფნა. ცალკე ვცხოვრობდით მე და ბაჩო.

- თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით.

- ერთმანეთი 2005 წლის ზაფხულში გავიცანით. 2004 წელს მამა გარდამეცვალა... ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჭორი გავიგე, ვითომ მე რომ ბაჩოს გავყევი, მამა იმიტომ გარდაიცვალა. ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ მამა ბაჩოს ვერ მოესწრო, იმიტომ რომ ძალიან იამაყებდა მისით და ბედნიერი იქნებოდა, რომ ის ჩემი მეუღლეა. მე და ბაჩომ ერთმანეთი კურიოზულ სიტუაციაში გავიცანით. მე მაშინ პროკურატურაში ვმუშაობდი, ბაჩო სახალხო დამცველის მოადგილე იყო. ეუთო, სახალხო დამცველი და პროკურატურა ერთად ვახორციელებდით მონიტორინგს ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მე, ეუთოს წარმომადგენელი და ბაჩოს მხრიდან გოგა ონიანი ვიყავით ციხეში შესული. ინფორმაცია გვქონდა, რომ ვიღაცას ინსულინი სჭირდებოდა და არ აძლევდნენ. შევედით და ჩუმად გადავუღეთ ამ პატიმარს. დაგვინახეს და ძალიან დიდი ამბავი ატყდა. ციხეში ჩაგვკეტეს, რის შემდეგაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოვიდა. იქ იყო ბაჩოც, მაშინ ვნახე პირველად. მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მერე უკვე სიყვარულში გადაიზარდა და 2009 წელს დავქორწინდით. მე ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ღირსეული ადამიანი იყო და ამით ვამაყობდი. მამაჩემსაც ვამსგავსებდი, ერთნაირი ღირებულებები აერთიანებთ - სამშობლოს სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავდადება.

- ამბობთ, რომ ბაჩომ წელში გატეხა ქურდული სამყარო, მაგრამ ისინი არსად წასულან, მათი ხომ არ შეგშინებიათ?

- როდესაც ქალი ხარ, ასეთ რაღაცებზე ფიქრობ, მაგრამ პანიკაში არ ვყოფილვარ. ამის გამო დაცვით არასოდეს მივლია და არც ახლა დავდივარ. პირადად ჯერ არ მოსულა ადამიანი, რომელსაც უთქვამს, რომ ბაჩომ გაამწარა. როდესაც ამ თემაზე მწერენ და უნდათ, ნერვები მომიშალონ, მაგალითად მოჰყავთ, მათი მეზობლის რძლის ნათესავმა რა თქვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია