"ვიწყებთ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხილებას!"

"ვიწყებთ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხილებას!"

"კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი:

- როცა სააკაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა ავღანეთში, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა. აღარაფერს ვამბობ ისეთ გამომწვევ და დაუშვებელ შეკითხვებზე, პრეზიდენტმა რომ დასვა (რამდენი კაცი მოკალი და ა.შ.). ბოლოს ტრაბახზე გადავიდა, ქართველი ქვედანაყოფები მისიაში ყველაზე გმირი მებრძოლები და კარგად მომზადებული არიანო. ბუნებრივია, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა საშინელი შედეგი, რამაც არ დააყოვნა. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიმეორებთ, რომ საკმარისი მიზეზები აქვთ რადიკალ ისლამისტებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ამას ვამბობთ 2012 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული. ადრეც ჰქონდათ საუბარი, რომ საქართველო შავ სიაში შეეტანათ. ამას რამდენიმე რადიკალი ისლამისტი შეიხი მოითხოვდა, თუმცა სხვები ეწინააღმდეგებოდნენ, - საქართველო კი მონაწილეობს ISAF-ის მისიაში, მაგრამ იმავდროულად, საკუთარ ტერიტორიაზე მიმოსვლის საშუალებას აძლევს ჩვენს მეომრებსო. ლაფანყურის ოპერაციამ კი ჩვენთვის სასარგებლო ამ არგუმენტსაც გადაუსვა ხაზი, რასაც დაემატა ავღანეთში პრეზიდენტის გაუთავებელი ვიზიტები და ტრაბახი. ასე რომ, ვიდეოფირის გავრცელებას არ გავუკვირვებივარ, მეტიც, ვიფიქრე, რომ ის საქართველოდან შეიძლებოდა ყოფილიყო ატვირთული, თუმცა გაკეთებული არაქართველის მიერ (არ ვგულისხმობ მის ეთნიკურ წარმომავლობას).

- მაინც რატომ გაგიჩნდათ ასეთი აზრი?

- იმიტომ, რომ ქართველად ვერ მივიჩნევ იმას, ვისაც საქართველო ასე ეზიზღება. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილის ხელისუფლებას შესანიშნავი კავშირი ჰქონდა საქართველოში მცხოვრებ ვაჰაბიტებთან, რომლებსაც წინასაარჩევნოდ პიარისთვის იყენებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანის ხელი ერიოს ამ საქმეში.

ვფიქრობ, ამ ვიდეოფირის ამტვირთავიც და გამავრცელებელიც სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირია.

- მაგრამ ვიდეოფირში სააკაშვილსაც ემუქრებიან.

- სინამდვილეში ეს არაფერს ნიშნავს. ახლა სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის, მხოლოდ მისთვისაა ხელსაყრელი ასეთი ტრაგედიების პროვოცირება. თუ ქართველი ხალხი აჯანყდება და ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას მოითხოვს, მას ეს ხელს აძლევს, რადგან ახლა საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ პოლიტიკურ თვითგადარჩენასა და ხელშეუხებლობის გარანტიის მოპოვებაზე მუშაობს. ვიწყებთ "ნაციონალური მოძრაობის" მხილებას, - ისინი 2008 წლის ომის შემდეგ აქტიურად მუშაობდნენ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესების გასატარებლად საქართველოსა და კავკასიაში. დიახ, სააკაშვილი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებას ასრულებს და ამის დამადასტურებელ მასალასაც მალე იხილავთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა