"4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო" - გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა

"4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო" - გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა

ამ დღეებში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, - სოციალური შეჭირვებას ამჯერად ოზურგეთში შეეწირა ბავშვი მსხვერპლად. 4 წლის თამარ ხუციშვილს ძალიან ცუდ დროს მოუწია სიკვდილი, - ავღანეთში დახოცილი ჩვენი ბიჭებზე გლოვის გამო პატარას სიკვდილმა დიდი შეცხადების გარეშე ჩაიარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ რომ ვიცით, რამდენიმე დღეს ვიხმაურებთ და ისევ მივყუჩდებით, ბავშვის გარდაცვალების გამო ისეთი დონის ხმაურიც აღარ გამოგვივიდა. ეს, როგორც ვთქვი გაჭირვების მორიგი მსხვერპლი იყო. წესით, ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც აჭარაში პატარა გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, ყველა თითქოს შეთანხმდა, რომ სოციალურ სფეროში აუცილებლად მოიძებნებოდა დამატებითი მექანიზმები, რითაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილებს ტრაგედიებისაგან (არა მხოლოდ შიმშილის) დავიცავდით. საუბედუროდ, არავინ იცის ამით ამოიწურება თუ არა ჩვენი მსხვერპლი.

თამარ ხუციშვილის ამბავი კი ზუსტად ისეთივე გარემოში განვითარდა, როგორშიც, ზოგადად მსგავსი ამბები ვითარდება, - ოზურგეთის მიგდებულ უბანში დამპალი, ნესტისაგან შეჭმული, იატაკ და ფანჯრებჩამტვრეული ბინა და დღედაღამ საშოვარზე გასული სამი შვილის მამა, რომლის შრომასაც ხეირი არ აქვს. და, - დედა, რომელიც ასევე უგზოუკვლოდ შრომობს, მაგრამ მისი შრომა არ შეიცავს რესურსს, რომელიც მისი შვილების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ანუ არც თამარის დედას აღმოაჩნდა ძალა და უნარი დაეცვა შვილების სიცოცხლე იმ უკიდურესი სიღატაკის ფონზე, რაშიც მისი ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას აფრთხილებდნენ, რომ თუ სათანადოდ ვერ უმკურნალებდა და პირობებს ვერ შეუქმნიდა, მისი შვილი მოკვდებოდა, ის გარემოს ვერ გაუმკლავდა.

ნინო ორაგველიძე, თამარ ხუციშვილის მკურნალი ექიმი:

"მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ ფაქტზე, - ბავშვი ფილტვების გართულებები ექვსი თვიდან დაეწყო. რადგან ოჯახი ძალიან გაჭირვებულია, თავიდან სადღაც შოულობდნენ თხის რძეს და იმით კვებავდნენ. მერე სოციალურ დახმარებასთან ერთად ბავშვს კვების ვაუჩერი დაენიშნა და მდგომარეობა თითქოს ცოტა გამოსწორდა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, - თამარს სუნთქვითი სისტემის მწვავე პრობლემები აღმოაჩნდა. რამდენჯერც დედამ ჩემთან გართულებული პნევმონიით მოიყვანა, იმდენჯერ ვუთხარი, წავეჩხუბე კიდეც, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა წაიყვანო გამოკვლევებზე, თორემ მოკვდება-მეთქი. დააწვენდა საავადმყოფოში, მაგრამ ბოლომდე არ რჩებოდა, - ერთხელ ბავშვთა სამკურნალო ცენტრიდან შემატყობისნეს კიდეც, გარბისო. ბოლოს ბავშვს იაშვილის სამკურნალო ცენტრში მკურნალობდა. იქ დაუსვეს დიაგნოზი რომ ეს იყო ფილტვების კისტოფიბროზი. რომ დაბრუნდნენ, თითქოს ბავშვი უკეთესად იყო. გამოკვლევებზე კვლავ უნდა წასულიყვნენ, რომ ამ დროს ბავშვს ტემპერატურამ კვლავ აუწია. ამის მიუხედავად შინ ორი დღე დარჩნენ, მესამე დღეს კი დედამ შვილი უკვე გარდაცვლილი ნახა. ამ ამბის გამო იმდენი მაქვს ნანერვიულები, რომ ლაპარაკის თავისც აღარ მაქვს".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია