რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?

რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?

33 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი ლოგინში დახოცა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა და ყელი გამოიჭრა. გოჩა ფ. - ს სახლთან სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო მანქანა ერთდროულად მივიდა. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შოკში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ რა მოხდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარის ტრაგიკულ ამბავზე მეზობლები გვესაუბრნენ:

- 5 წელია ამ ოჯახს ვიცნობ. ვიცი, რომ გოჩამ და თამუნამ სიყვარულით შექმნეს ოჯახი. სამი შვილი ჰყავდათ, უფროსი ვაჟი პირველი კლასის მოსწავლეა, საბრალო ნია შუათანა იყო, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წლის არის. მთელი უბანი გაოგნებულია. ვარაუდიც კი არ შეგვიძლია გამოვთქვათ. რატომ ჩაიდინა გოჩამ ეს საშინელება. წესიერი, ზრდილობიანი ბიჭი იყო, ალბათ გაგიჟდა... მამამისი, საწყალი, ისეთი გამწარებულია, ხომ შვილია მაინც, საავადმყოფოში უწევს, გადარჩება თუ არა, არ იცის და ნეტავი მოკვდეო, ღრიალებს...

- ხომ არ სვამდა?

- არა, რას ამბობთ, ოდნავ ნასვამიც კი არასდროს მინახავს. სპეცრაზმში მუშაობდა. ერთი წელიც არ იქნებოდა რაც სამსახურიდან წამოვიდა. არ ვიცი, თავისი ნებით წამოვიდა თუ გამოუშვეს. (ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოჩა ფ.-ს ფსიქიკური პრობლემები ჯერ კიდევ სპეცრაზმში მსახურებისას შეამჩნიეს. მას შემოწმება ჩაუტარდა, რის საფუძველზეც ფსიქიკურად გაუწონასწორებლად იქნა მიჩნეული და სამსახურის დატოვება მოუწია – ავტ.) თამუნამ კი თქვა, რომ ბოლო დროს დეპრესიული გახდა, მაგრამ ასე შორს თუ შეტოპავდა, ვინ რას იფიქრებდა? ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა, მეზობლები ვერც კი ვატყობდით, ასეთ დეპრესიაში თუ იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ