"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"

"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"

"უსინდისობაა, როდესაც უნდათ, ქართველი გმირების დაღუპვა სხვას გადააბრალონ. ნამუსგარეცხილები არიან ისინი, ვინც ამ ფაქტს პრეზიდენტის ნათქვამთან აკავშირებენ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა:

- ბატონო კობა, ითქვა, რომ ქართველი მეომრები პრეზიდენტის შეკითხვებმა (ვის რამდენი ტერორისტი ჰყავდა მოკლული) აქცია თალიბების სამიზნედ.

- ქართველი სამხედროები ავღანეთში გმირულ მისიას ასრულებენ. ეს არა ავღანელებთან, არამედ მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მისიაა. სანამ პრეზიდენტი ჯარისკაცებს ამ კითხვას დაუსვამდა, ჩვენი სამხედროები მანამდეც დაიღუპნენ ავღანეთში. საახალწლოდ ვიყავი ავღანეთში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები გადმოასვენეს. ზნეობრივი ადამიანები დაღუპული ჯარისკაცების სისხლით არ სპეკულირებენ.

- ქართულ ბაზაში ტერორისტულ აქტს დაემთხვა Youtube-ზე გავრცელებული ვიდეოფირი, რომლის ავტორებად თალიბები დასახელდნენ. ვიდეოფირში ნათქვამია, რომ შურისძიება საქართველოს ტერიტორიაზეც დაიწყება. რამდენად იძლევა შეშფოთების საფუძველს ეს მუქარა?

- უპირველესად მინდა 7 ქართველი მეომრის ოჯახს მივუსამძიმრო. Youtube-ზე გავრცელებული ვიდეომასალა, დარწმუნებული ვარ, თალიბების ნამუშევარი არ არის. მისი ხარისხი და შინაარსი მეტყველებს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა მოამზადეს.

- რა მიზნით?

- რომ საქართველომ უარი თქვას ISAF-ის მისიაში მონაწილეობაზე, ნატოსა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაზე. როცა ამ ყველაფერზე უარს ამბობ, რუსეთისთვის ადვილად ჩასაყლაპი ლუკმა ხდები.

- რამდენიმე დღის წინ ამიტომ ხომ არ გიხილეთ უჩვეულო ამპლუაში, როდესაც ტელეკამერების წინ პუტინს დედას აგინებდით?

- ჩემი გინება აქამდე არავის გაუგონია. ბევრჯერ გავბრაზებულვარ. მოთმინებასაც უღალატია და არაადამიანურადაც მომქცევიან, ციხეშიც მოვხვედრილვარ და საავადმყოფოშიც, მაგრამ არასოდეს შემიგინია. არც ახლა შევიგინებოდი, რომ არა ერთი გამაოგნებელი ფაქტი, - კლუბ "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდები, რომლებიც "დელისის" მეტროსთან აპროტესტებდნენ საქართველოს კაპიტულანტურ პოლიტიკას რუსეთთან და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. როდესაც იქ ივანიშვილი მივიდა, ორი ახალგაზრდა პუტინის შეგინებისთვის პოლიციამ დააპატიმრა. ეს რომ მითხრეს, ვერ დავიჯერე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: "პუტინს რა, დედის ..." - კობა ხაბაზი და ახალგაზრდა აქტივისტები სასამართლოსთან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა