უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს დაუპირისპირდა

უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს დაუპირისპირდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. დეპუტატებმა კამათი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს დაიწყეს. უმრავლესობის პროტესტი გიორგი კანდელაკის განცხადებებს მოჰყვა, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებებით როინ მეტრეველის დრო დაბრუნდება, როდესაც ქრთამის აღება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გიორგი კანდელაკს მოუწოდა, კითხვა მოკლედ დაესვა. "რა კითხვაც გინდა დასვი, ნუ ტეხავ რა დებოშს!", - მიმართა პაპუაშვილმა კანდელაკს.

თავის მხრივ კანდელაკს მისი თანაგუნდელი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოექომაგა. "ჭკუას მოუხმეთ", - მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ზაზა პაპუაშვილს.

"მე თქვენ არც გიცნობთ და არც მომიმართავს არასოდეს. ეგღა მაკლია შენ შემისწორო და მასწავლო", - უპასუხა პაპუაშვილმა თაქთაქიშვილს.

დაპირისპირების დროს თაქთაქიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარესაც მიმართა: "ბატონო თავმჯდომარევ, ეს ახლა კომიტეტის სხდომას ჰგავს?!".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა