ირაკლი ღარიბაშვილი - "თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული"

ირაკლი ღარიბაშვილი - "თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული"

არსებული მონაცემებით, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, IP მისამართი არის იდენტიფიცირებული და ადგილმდებარეობა დადგენილია. "რაც შეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომ ეს ვიდეო თალიბების მიერ არის დამზადებული, ფორმალურად, გამოძიების დასრულებამდე არ მსურს საბოლოოდ გამოვრიცხო ეს ვერსია, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ამ ვიდეოს წარმომავლობას არაფერი აქვს საერთო თალიბებთან. არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია და ადგილმდებარეობა დადგენილია. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩართულია მასში FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ მათ ან წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე ან ეს არის პიარზე გათვლილი განცხადებები, რაც არაადეკვატური და არაკომპეტენტურია.

"თუ არ ენდობიან FBI-სთან ერთად წარმოებულ გამოძიებას, მაშინ გამოვიდნენ და ღიად თქვან, თუ არადა ნება იბოძონ და დაელოდონ გამოძიებას და მერე გააკეთონ განცხადებები. არ არის ასე მარტივად გამოსაძიებელი ეს საქმე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი არის პანიკის დათესვა და ეიფორიის შექმნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ