ვინ გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში გლო­ვის დღეს

ვინ გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში გლო­ვის დღეს

6 ივ­ნისს ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში 7 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ი­ღუ­პა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 7 ივ­ნი­სი გლო­ვის დღედ გა­მო­აცხ­ა­და. 7 ივ­ნისს მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და­უშ­ვეს.

იმა­ვე 7 ივ­ნი­სის ღა­მეს "ჯე­ი-­თი­-აი კავ­კა­ზუს­მა" - Ja­pan To­bac­co Inter­na­ti­o­nal­-ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის პარ­კში გრან­დი­ო­ზუ­ლი ე. წ. ივენ­თი მო­აწყო უცხ­ო­ე­ლი დი­ჯე­ე­ბი­თა და ხმა­უ­რი­ა­ნი კონ­ცერ­ტით: 7 ივ­ნი­სი. ფრი­დომ მი­უ­ზიქ ფეს­ტი­ვა­ლი. მთაწ­მინ­დის პარ­კი (წი­თე­ლი ქვი­შა) და­საწყ­ი­სი: 22:00 ლა­ინ აფი: 23:00 ლუ­ი­ზა; 00:45 გე­სა­ფელ­შტე­ი­ნი და ბრო­დინ­სკი; 03:30 გრინ­ბი­მი და ლე­ო­ნი!

7 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს პროგ­რა­მას ინ­ტერ­ნეტ­ში მი­ვაკ­ვლი­ე, ხო­ლო Fre­e­dom Mu­sic Ge­or­gi­a-ს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აფი­შას­თან ერ­თად გან­ცხა­დე­ბა­საც წა­ვაწყ­დი, სა­დაც გვერდის ადმინისტრაცია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამ­და ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­მო, მაგ­რამ "რად­გა­ნაც ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა თე­ბერ­ვალ­ში იყო უკ­ვე და­გეგ­მი­ლი, დღეს გან­რი­გის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას 10 სა­ათ­ზე­ო". და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ასო­ბით ახალ­გაზ­რდამ გა­უ­მარ­თლა იმე­დე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ამ გან­ცხა­დე­ბის ქვეშ ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდის კო­მენ­ტა­რი ამო­ვი­კითხ­ე: ისე, გლო­ვის დღეა დღეს და არ და­გა­ვიწყ­დე­თო...

"ჯე­ი-­თი­-აი კავ­კა­ზუსს" ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დი, ოპე­რა­ტორ­მა ქე­თიმ ვინ­მე თი­კო ჯა­ნაშ­ვილს (სამ­წუ­ხა­როდ, ოპე­რა­ტორ­მა მი­სი სტა­ტუ­სი გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ვა) და­მა­კავ­ში­რა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი რომ ვთხო­ვე, ქალ­ბა­ტონ­მა თი­კომ, - "ვინ­სტო­ნის" ივენ­თზე აჯო­ბებს კო­მენ­ტა­რი ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ნი­კო მჭედ­ლიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თო­სო. მე­რე ჩე­მი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­მო­მარ­თვა, და­გი­რე­კავ­თო და... და­ი­კარ­გა. მთელ დღეს ვე­ძე­ბე ქალ­ბა­ტო­ნი თი­კო და ბა­ტო­ნი ნი­კო. ოფის­ში ან სულ არ მპა­სუ­ხობ­დნენ, ან მპა­სუ­ხობ­დნენ მოკ­ლედ - შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­ვიდ­ნე­ნო, თუმ­ცა აქამ­დე არ­სად მსმე­ნი­ა, სა­მუ­შაო დღეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მთე­ლი დღით ის­ვე­ნებ­დნენ. და­ლოც­ვი­ლებს გლო­ვის დღეს არ და­უს­ვე­ნი­ათ და სა­მუ­შაო კვი­რის და­საწყ­ის­ში და­ი­ღალ­ნენ?!

არა­და, ერ­თი უწყ­ი­ნა­რი შე­კითხ­ვის დას­მა მინ­დო­და: გლო­ვის დღის გა­მო კონ­ცერ­ტის გა­და­დე­ბა გა­გა­კოტ­რებ­დათ­-მეთ­ქი?

ბევ­რჯერ მსმე­ნი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში 500 და 700-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლე­ბი გა­და­უ­დი­ათ ბო­ლო მო­მენ­ტში, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს ან მე­ზო­ბელს უბე­დუ­რე­ბა რომ და­ატყ­დე­ბო­და თავს; ისიც კარ­გად მახ­სოვს (ახ­ლაც ასე­ა), მე­ზობ­ლად რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­ა, არა­თუ და­ბა­დე­ბის დღის მოლ­ხე­ნას გა­და­დებ­დნენ, ტე­ლე­ვი­ზო­რის ხმა­საც კი ჩა­უ­წევ­დნენ, - უხერ­ხუ­ლი­ა­ო. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი უზ­ნე­ო­ბა გვჭირს, მაგ­რამ თა­ნაგ­რძნო­ბა­სა და თა­ნად­გო­მა­ში ბა­რე, ბევ­რი ვერ გაგ­ვი­ტოლ­დე­ბა. აბა, ახ­ლა რა დაგ­ვე­მარ­თა?! რო­ცა ქვე­ყა­ნა ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღეს აცხ­ა­დებს, მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას უნ­და გა­და­ვეშ­ვათ გი­ჟუ­რი მუ­სი­კის მო­რევ­ში - ე.წ. ლა­ივ სტრიმს ვგუ­ლის­ხმობ, იმ სა­ღა­მოს რომ "ა­ა­დუ­ღეს" სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა?! ან კი­დევ, "გლო­ვის დღის" სუ­ლის­ჩამ­დგმელ­ნი სა­ხალ­ხოდ, ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ ნი­ან­გის ცრემ­ლებს რომ აფ­რქვევ­დნენ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ცხედ­რებ­თან, რის­თვის აცხ­ა­დებ­დნენ სა­ყო­ველ­თაო გლო­ვის დღეს, დრო­შე­ბი რომ და­ეშ­ვათ და საბ­რა­ლო ჭი­რი­სუფ­ლებს მხარ­ზე მო­თა­თუ­ნე­ბოდ­ნენ?! კა­ნო­ნიც კი არ არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ასეთ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის წე­სებს რომ გან­საზღ­ვრავს. არა­და, ამ წე­სე­ბი­სა და ნორ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა სწო­რედ მო­რა­ლი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, უგ­ზო­-უკ­ვლოდ გამ­ქრა­ლა.

შვილ­მკვდა­რი მტე­რი შე­გებ­რა­ლე­ბა და ასე რამ გა­უ­ცი­ვა გუ­ლი ჩემს ხალხს, სხვი­სი ტკი­ვი­ლი რომ აღარ სტკი­ვა და თა­ნაგ­რძნო­ბა-­თა­ნად­გო­მა რომ და­ე­კარ­გა, თო­რემ ჭირს გლო­ვა რომ უნ­და, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლამ იცის, მთა­ვა­რი­ა, სხვისი ჭი­რი­სას გეგ­ლო­ვე­ბო­დეს!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია