ირმა ნადირაშვილი - თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე ტენდერი გია ყარყარაშვილის მძღოლმა მოიგო

ირმა ნადირაშვილი - თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე ტენდერი გია ყარყარაშვილის მძღოლმა მოიგო

თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში საეჭვო კორუფციული სქემები იკვეთება, - ამის შესახებ ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის 4 იანვარს, მოქალაქე გიორგი სიმონიანმა, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა არანაირი ბიზნესგამოცდილება, თბილისში დაარეგისტრირა შპს "პროგრეს პლუსი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავად არის.

ნადირაშვილის განცხადებით, ამ ფირმის დაფუძნებიდან სამ კვირაში მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს ტენდერში და მოიგო 70 000 ლარი საწმენდი და საპრიალებელი საშუალებებისთვის.

"ამის შემდეგ, ხუთ დღეში, კიდევ ორი ტენდერი გაიმართა. პირველი- სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისთვის და გამოტანილი იყო ლოტი 1 372 000 ლარი. ეს ტენდერიც მოიგო მან და კიდევ ერთი ტენდერი 238 000 ლარზე, აკუმულატორების მიწოდებაზე. სხვათა შორის, ეს ტენდერი მოუგო "თეგეტა მოტორსს". საბოლოოდ, თითქმის 1 800 000 ლარზე ავიდა ეს თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან მიიღო ამ კომპანიამ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის ინფორმაციით, უცნაურია, როდესაც ასეთ ტენდერებს გამოუცდელი კომპანია იგებს.

"გიორგი სიმონიანი არის გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლი. თუ გავიხსენებთ რა ახლო ურთიერთობები აქვთ ბატონ ყარყარაშვილს და ირაკლი ალასანიას, ალბათ არავის გაკვირებას არ გამოიწვევს ეს ფაქტები და გასაგები გახდება როგორც მოახერხა სამი ლოტის მოგება. ირაკლი ალასანიამ ყარყარაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა. ეს არის ელიტური კორუფციის ფაქტი. ჩვენ ვთვლით, რომ თავდაცვის სამინისტროში რაღაც ხდება, რადგან არ ჩატარებულა არც ერთი ტენდერი, რომ სკანდალი არ მოყოლოდა", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, ის არ დაიწყებს ჭორაობას და არ იტყვის, რომ ამ ტენდერებიდან გარკვეული თანხა "ირაკლი ალასანიას ჯიბეში მიდის", თუმცა მოუწოდებს სამართალდამცავებს, დაინტერესდნენ ამ თემებით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა