ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირს ბრალი დაუმძიმდება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირს ბრალი დაუმძიმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე პროკურატურაში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გურამ დონაძემ განუცხადა, უწყებაში მისთვის წაყენებული ბრალის შეცვლა მიმდინარეობს.

დონაძე ჯერ საქმის დეტალებს არ გაცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ბრალის შეცვლაში ბრალის დამძიმება იგულისხმება. საუბარია ბუტა რობაქიძის საქმეზე.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ აშშ-დან უკვე მიიღო რობაქიძის მკვლელობაზე გავრცელებულ ვიდეომასალზე ექსპერტიზის დასკვნა და ბრალის დამძიმებაც სავარაუდოდ ამ დასკვნას უკავშირდება.

ბრალს დაუმძიმებენ ამ საქმეში სხვა ბრალდებულებსაც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ